კაპიტალიზმის გერმანელთა 46 პროცენტს სჯერა

კაპიტალიზმის გერმანელთა 46 პროცენტს სჯერა

გერმანიის მოქალაქეთა მხოლოდ 46 პროცენტს სჯერა, რომ კაპიტალისტური სისტემა ნორმალურად ფუნქციონირებს და მისი ამ სახით შენარჩუნებაა საჭირო. ამის შესახებ საზოგადოებრივი კვლევის ინსტიტუტის – „აიფოპის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვებიდან გახდა ცნობილი.

გამოკითხულ გერმანელთა 42 პროცენტს მიაჩნია, რომ კაპიტალიზმი ცუდად ფუნქციონირებს, თუმცა, რადგან სხვა ალტერნატივა არ არსებობს, ეს სისტემა უნდა შენარჩუნდეს.

გამოკითხულ გერმანელთა 12 პროცენტის აზრით კაპიტალისტური სისტემა გერმანიისთვის უვარგისია და ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ კაპიტალიზმის უფრო მეტად იმ გერმანელებს სჯერათ, რომლებიც ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ცხოვრობენ.

ამ გამოკითხვამ ძალიან ბევრი პარადოქსული ტენდენცია გამოავლინა: ყველაზე საინტერესო ისაა, რომ კაპიტალიზმს, როგორც სისტემას, 33 პროცენტი ყველაზე მეტი მომხრე ჩინეთში ჰყავს, რომელიც დღესაც კომუნისტური სახელმწიფოა, კაპიტალიზმის ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგეები კი ფრანგები აღმოჩნდნენ – გამოკითხულ ფრანგთა 33 პროცენტი კაპიტალიზმის, როგორც სახელმწიფო წყობილების, გაუქმების მომხრეა.