დახურული თოქ-შოუები, დევნილი და უცხოეთში გადახვეწილი ჟურნალისტები, დარბეული ტელევიზიები,- ეს ნაციონალების ხელწერაა. „ქართულიოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მედია ასეთი ვანდალური აქტებისგან თავისუფალი იყო, თუმცა იყო ცალკეული გაუგებრობები, რაც ჟურნალისტების მხრიდან ე.წ. მიჯირყვნად ფასდებოდა. სულ ახლახანს ინგა გრიგოლიას გადაცემების დახურვა მეტად რეზონანსული აღმოჩნდა. თავად ავტორი ფიქრობს, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათაიგიარჩევნებისწინარყოფილიყოეკრანზე. ინგა გრიგოლიას ეჭვებს ამძაფრებს ისიც, რომ არც ერთი კერძო ტელევიზია არ ხურავს გადაცემას, რომელსაც დიდი სარეკლამო შემოსავალი და ძალიან მაღალი ყურებადობა აქვს. დათანხმდებათუ არა „რუსთავი 2“ის შეთავაზებას, ამაზე საუბრისგან გრიგოლია თავს იკავებს.
ინგა გრიგოლიას მსგავსად, ტელეიმედის გადაცემების დახურვას პოლიტიკურ ელფერს უძებნიან პოლიტიკოსებიც. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის- დავით ბერძენიშვილისთვის ორი თოქ-შოუს დახურვაზე არხის ხელმძღვანელობის პასუხი დამაჯერებელი არ არის. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, დეპუტატ შალვა შავგულიძის აზრით კი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების შეჩერების გადაწყვეტილების გამო დღეს უფრო მძიმე ვითარება იქმნება, ვიდრე 2007 წელს.
საპირისპიროს ფიქრობს რეჟისორი გოგა ხაინდრავა, რომლის აზრითაც, „ინგა გრიგოლიასთვის ასეთი წიოკის ატეხვა ქვეყანაში სამარცხვინოა“. მისი თქმით, ქართული პოლიტიკური წუმპე აბსურდში გადავარდა, რადგან ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ 2007 წელს პრესის თავისუფლება თურმე უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღეს.
რას ნიშნავს ავტორის გაუფრთხილებლად ორი გადაცემის დახურვა და ვინ დარჩება მოგებული ამ პროცესით არჩევნების წინ? ამის შესახებ ექსპერტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ გემოვნებაზე არ დაობენ და ტელემაყურებელთა საკმაოდ დიდი რაოდენობა უკმაყოფილო იყო იმ დავიდარაბით, რაც ინგა გრიგოლიას გადაცემებში ხდებოდა. ეს ნამდვილად არ იყო სასიკეთო ქვეყნისთვის.
For.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილს აგონდება უინსტონ ჩერჩილისშეგონება, რომ „როგორც კი ვიწყებთ კამათს აწმყოსა და წარსულს შორის, უეცრად აღმოვაჩენთ, რომ დავკარგეთ მომავალი“. ამიტომაც მუდმივი დავა, აყალმაყალი აწმყოსა და წარსულს შორის ნებისმიერი სახელმწიფოსთვის მავნებელია.
„ზოგიერთს შეუძლია ისაუბროს პოლიტიკურ დაკვეთაზე, მე ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ გემოვნებაზეც შეიძლება დავფიქრდეთ. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი ინგა უმუშევარი არდარჩება, მაგრამ მე პირადად მისგან მეტ აკადემიზმს ვისურვებდი. ჟურნალისტს აქვს უპირველესი სურვილი, იყოს აქტიური საკუთარ პროფესიაში. შესაბამისად, ინგა გრიგოლიას მხრიდან რომელიმე ტელეარხის არჩევა დამოკიდებულია იმაზე, ვინ რა პირობებს შესთავაზებს მას. მართალი გითხრათ, არ გამიკვირდება, ეს გადაცემა გაგრძელდეს „რუსთავი2“-ზე. ასეთ შემთხვევაში, ქალბატონი ინგას მუდმივი მცდელობა, მისი გადაცემა დაბალანსებული გამოვიდეს, შეიძლება, გარკვეულ საფრთხეს წააწყდეს“,-აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.
„თუ ვინმე ფიქრობდა, ინგა გრიგოლიას „იმედიდან“ გაშვებით რაღაც პრობლემას გადაწყვეტდა, ის შემცდარა. ელემენტარულად, ინგა გრიგოლიას ბიოგრაფიას უნდა იცნობდე და იცოდე, რომ ყოველ ჯერზე ის უფრო გაძლიერებული გამოდის“,-აცხადებს For.ge-სთან საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი.
მისი აზრით, მინიმუმ, ეს იყო აბსოლუტურად არაკვალიფიციური მენეჯერული გადაწყვეტილება. მარტო იმ მიზეზისგამო, თუ შენ ხარ კომერციული ტელევიზია, რეიტინგზე უნდა იყო ორიენტირებული და სეზონის დასაწყისში ყველაზე რეიტინგული პროგრამები არ უნდა დახურო. ექსპერტის აზრით, ეს „იმედის“ მენეჯმენტის არაკვალიფიციურობაზე მიანიშნებს.
„თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ ჩვენ მეტ-ნაკლებად საღად მოაზროვნე ხელისუფლება გვყავს, მაშინ არ შეიძლება, ხელისუფლება მუდმივად დგამდეს თავის საწინააღმდეგო ნაბიჯებს. ინგა გრიგოლიას გაშვება პოლიტიკური პრობლემის გადაწყვეტა კი არა, პოლიტიკური პრობლემის შექმნაა ხელისუფლებისთვის. თუ ვინმე ასეთ მაზოხისტურ გადაწყვეტილებებს იღებს ხელისუფლებაში, კარგად გვქონია საქმე. არც ისაა გამოსარიცხი, რომ „იმედის“ მენეჯმენტიდან ერთგულებას ამ იდიოტური ფორმით უმტკიცებდნენ ვიღაცას და სინამდვილეში, მას ამით აზიანებდნენ. ჩვენ ხომ ეს ბევრჯერ გვაქვს ნანახი, სააკაშვილის მოსვლის შემდეგ როგორ იხურებოდა თოქ-შოუები. დეჟავუ ხომ არ უნდა დაგვემართოს?! იმ პერიოდში სააკაშვილს აღებული ჰქონდა გეზი ავტორიტარიზმისკენ და მანაც ვერ გაუძლო მედიაზე ზეწოლას. ახლანდელი ხელისუფლება კი, რომელიც აბსოლუტურად არ არის ეფექტური, ასეთმა ნაბიჯებმა შეიძლება წალეკოს“,-აცხადებს გია ხუხაშვილი და ინგა გრიგოლიას გადაცემის დახურვას ალოგიკურად მიიჩნევს იმ ფონზე, როცა გია ჯაჯანიძის შოუ, რომელიც კითხვის ნიშნებს ბადებდა საზოგადოებაში და, რომლითაც ადამიანები აღშფოთებულნი იყვნენ, არ დახურულა ერთადერთი მიზეზის გამო-რეიტინგულიაო. ამ დროს კი ინგა გრიგოლიას გადაცემას ბევრად მეტი რეიტინგი ჰქონდა.
რაც შეეხება შეთავაზებებს, გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ადამიანმა შეიძლება ყველასგან მიიღოს შეთავაზება, მაგრამ საეჭვოა, ინგა გრიგოლია „რუსთავი 2“-ში წავიდეს, რადგან მას სჭირდება სივრცე, რაც აღნიშნულ ტელევიზიაში შეზღუდულიიქნება.
For.ge-სთან საუბარში ექსერტი რამაზსაყვარელიძე აცხადებს, რომ ანალოგიური პრობლემის წინაშე არაერთხელ ვყოფილვართ, როცა ხელისუფლება ებრძოდა მედიას. ზოგადად, ახლანდელი ხელისუფლების მოღვაწეობის ერთ-ერთი სუსტი წერტილი პიარია, რასაც თითქმის არასდროს მიმართავს დღევანდელი ხელისუფლება. უფრო მეტიც, ისინი არც იმას აქცევენ ყურადღებას, ვინ რას ამბობს.
„ამგვარი პოლიტიკის ერთ-ერთი გამოხატულება იყო თავის დროზე „მე-9 არხის“დახურვა. ის, რომ სხვა არხების მიმართაც არ აქვთ იმის მისწრაფება, არიქა, გავაკონტროლოთო, ჩანს ამ არხების ხასიათში. პროსახელისუფლო ეკრანი არც ერთგან არ არის. გრიგოლია მედიარევოლუციის ავტორი არ იყო, რომ მისი ეკრანიდან გაყვანა ხელისუფლებას რამეს არგებდეს. ამდენი ძახილი, რომ თურმე ხელისუფლებამ გაიყვანა გრიგოლია ეთერიდან, ხელისუფლების იმიჯს უფრო მეტად აზიანებს, ვიდრე ის, რომ ინგა გრიგოლია ეკრანზე დარჩენილიყო. გრიგოლიასთვის მორიგი რაუნდი დგება და ის ყოველთვის იპოვის თავის ნიშას ახალ ტელევიზიაში, „რუსთავი 2“იქნება თუ სხვა; „რუსთავი 2“-ზე მუშაობის დაწყება არა მგონია, ინგასთვის წამგებიანი იყოს, რადგან ინგა ახერხებს თავისი გადაცემების იმ მიმართულებით წაყვანას, რომ ძალზე მკაფიო არც ერთი მიმართულებით არ იყოს. ის მეტ-ნაკლებად კბენს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც“,-აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
მანვე გაიხსენა ბიძინა ივანიშვილის რეაქცია ინგა გრიგოლიას გადაცემებთან დაკავშირებით, როცა ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, გრიგოლიას გადაცემა ნაციონალების ინტერესით მიჰყავსო; თუმცა ექსპერტის თქმით, ასეთი შენიშვნები „რუსთავი 2-თან“ მიმართებითაც გაკეთებულა (რომ მთელი ტელევიზია ემსახურებოდა პოლიტიკურ გუნდს - ნაციონალებს, რასაც თვითონ „რუსთავი 2“-იც არ მალავდა), მაგრამ ამის შედეგად არავინ შეჭრილა „რუსთავი 2-ში“.