სანამ ჩხუბს დაიწყებთ

სანამ ჩხუბს დაიწყებთ

ჩხუბი შეიძლება, შეიძლება ყველასთან, თვით თქვენი ცხოვრების მთავარ პარტნიორთანაც კი.

სანამ ჩხუბს დაიწყებთ, გახსოვდეთ:

1. არ იფიქროთ იმაზე, რომ ჩხუბით ყველაფერი, მათ შორის – თქვენი ურთიერთობაც და ოჯახიც დაინგრევა. უმჯობესია, კარგად გააანალიზოთ ის, რომ ჩხუბი გარდაუვალი მოვლენაა, ურთიერთობა კი – ცოცხალი ორგანიზმი, რომლისთვისაც არაფერია უცხო. კონფლიქტში ნუ დაინახავთ ტრაგედიას, მით უფრო – სამყაროს აღსასრულს.

2. თქვენც თქვით და მასაც მოუსმინეთ. შეეცადეთ, ჩასწვდეთ პარტნიორის გრძნობებს, ემოციებს, ანუ, გაუგეთ მას. წყვილი, რომელიც არასოდეს ჩხუბობს, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. მთავარი კითხვაა: ამათ საერთოდ აქვთ რამე საერთო და აინტერესებთ ერთმანეთი?!

3. არ შეუშალოთ ხელი პარტნიორს, ბოლომდე თქვას სათქმელი და დაიცალოს ემოციებისგან, თუნდაც რაღაც ზედმეტი მოუვიდეს – ეს არ არის პრობლემა. ხომ უნდა გაიგოთ, რას ფიქრობს ის კონკრეტულ თემაზე?! აზრების გაცვლა, თუნდაც ხმამაღლა და ემოციებით – აუცილებელია.

4. არ დაუშვათ კამათისას შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი სიტყვები და ფრაზები. არც დასცინოთ, არც აბუჩად აიგდოთ და არც დაემუქროთ.

5. ნელ-ნელა დათმეთ პოზიციები – ეს კაპიტულაცია არ იქნება და ნუ შეგეშინდებათ. ომი ხომ არ გაქვთ გამოცხადებული?! ასეთ პირობებში  პოზიციების დათმობა მთავარი და გადამწყეტი ბრძოლის მოგებას ნიშნავს.