ლიმონის სამკურნალო თვისებები

ლიმონის სამკურნალო თვისებები

ლიმონი ეფექტურია ბევრი დაავადების სამკურნალოდ, რადგან, ააქტიურებს ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.

ლიმონი, ასევე, შესანიშნავი პროფილაქტიკური და სამკურნალო  საშუალებაცაა. მისი წვენი, როგორც ნატურალური, ასევე, წყალში გაზავებული, ებრძვის სხვადასხვა დაავადების გამომწვევ ვირუსებს. გრიპის შემთხვევაში კი ლიმონი სიცხის დამწევი უებარი საშუალებაა, რადგან, ის ხელს უწყობს კანის ფორებიდან შხამების გამოდევნას. ლიმონი სასარგებლოა ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს და მას ტონუსის ამაღლებაც შეუძლია.

ლიმონი მდიდარია C ვიტამინით. მასში შემავალი ასკორბინის მჟავა კარგად შეერწყმის PP ვიტამინს, რომელსაც „გამტარობის ვიტამინსაც“ უწოდებენ. სუსტი სისხლძარღვების გამაგრება შესაძლებელია ორგანიზმში C და PP ვიტამინების ერთდროული მიღებით.

ლიმონს შეუძლია, ადამიანის ორგანიზმი ავიტამინოზისგან, ინსულტისგან, ინფარქტისგან, ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და სხვა სერიოზული და საშიში დაავადებებისგან დაიცვას. C  და PP ვიტამინები, ასევე, გვიცავს ნაადრევი სიბერისგან, რადგან ის ააქტიურებს კოლაგენის გამომუშავებას, ეს უკანასკნელი კი კანის სიგლუვესა და ელასტიკურობას გვინარჩუნებს, ამაგრებს შემაერთებელ ქსოვილებს და ხელს უწყობს უჯრედების სწრაფ აღდგენას.