დევიდ ბექჰემს ფული შემოაკლდა

დევიდ ბექჰემს ფული შემოაკლდა

ბრიტანული მასმედიის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც დევიდ ბექჰემმა პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერა დაასრულა, მისმა წლიურმა შემოსავალმა 10 პროცენტით იკლო.

კომპანია, რომელიც ბექჰემის კაპიტალის მართვით არის დაკავებული, იუწყება, რომ ინგლისელი ვარსკვლავის შემოსავალი 27 მილიონი დოლარიდან 24 მილიონ დოლარამდე დაეცა.

ბექჰემმა კარიერა 2013 წლის მაისში დაასრულა ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენში”, მანამდე კი, ხუთი წლის განმავლობაში, ამერიკული „ლოს-ანჯელეს გელექსის” ღირსებას იცავდა, სადაც ზღაპრულ ხელფასს იღებდა.