ქმარიც მამაკაცია!

ქმარიც მამაკაცია!

ქალბატონებო! ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ქმარიც მამაკაცია! ტყუილად გაგეღიმებათ. როცა ამ სტრიქონებს წაიკითხავთ. თუ თქვენი ოჯახის დღეგრძელობა და კეთილდღეობა გინდათ, შეეცადეთ, ყოველთვის დაინახოთ მეუღლეში სასურველი სექსუალური პარტნიორი. როცა ეს აღარ მოხდება, განგაშის ზარებს უნდა შემოჰკრათ! თანაც ქმარს სექსუალურ პარტნიორად მხოლოდ საწოლში არ უნდა აღიქვამდეთ, ის ჩვეულებრივ უთრიერთობაშიც სასურველი მამაკაცი უნდა იყოს.

ჩართეთ თქვენი ფანტაზია! გახსოვდეთ, ერთფეროვნება არც თქვენ წაგადგებათ, მით უფრო, დააზიანებს თქვენს ურთიერთობას ქმართან.

ხშირი ფიზიკური კონტაქტი ძალიან დიდი პოზიტივია, ანუ, დღის განმავლობაში ჩაეხუტეთ, მოეხვიეთ, აკოცეთ, მოეალერსეთ... მთავარია, ამის სურვილი გქონდეთ. იკეკლუცეთ, ეფლირტავეთ, ზოგჯერ წაიცელქეთ კიდეც, წაიხულიგნეთ...

შესძინეთ თქვენს ყოველდღიურობას ახალი ფერები – ეს რთული არ არის. ნებისმიერ ქალს აქვს შინაგანი არტისტიზმი იმისთვის, რათა შეასრულოს თავისი ქალური მისია – მოხიბლული ჰყავდეს თავისი მამაკაცი. ქმარს აუცილებლად გააოცებთ, თუკი ამას მიზნად დაისახავთ. მთავარია, გასაღები მოუძებნოთ მის სურვილებს და არასოდეს დაივიწყოთ, რომ ქმარიც მამაკაცია, თანაც, მამაკაცი, რომელიც ყველაზე ახლობელია და, იმავდროულად შორეულიც; თქვენთვის შორეული იმდენად, რომ ყოველდღიურად გიწევთ მისი აღმოჩენა, გაცნობა და მოხიბვლა.