ასკილის სამკურნალო თვისებები

ასკილის სამკურნალო თვისებები

ასკილის ნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, ასკილის შემცველი პრეპარატები კი გამოირჩევა მატონიზებელი, ანთების საწინააღმდეგო, სისხლის აღმდგენი, შარდმდენი, ნაღველმდენი, ანტისკლეროზული თვისებებით. ის ამაგრებს ძარღვების კედლებს, აძლიერებს ორგანიზმის დამცველ ძალებს, დადებითად მოქმედებს პოტენციაზე.

ასკილის ფესვებისგან დამზადებული წამლები ხელს უწყობს სისხლის შედედებასა და ქვების დაშლას; ასევე, ის კარგი ნაღველმდენი და ანტისეპტიკური საშუალებაა.

ჰიპერტონიისა და ნაღველში ქვიშის დაგროვების დროს, 5 სადილის კოვზ კარგად დანაყილ ასკილის ფესვებს დაასხით 3 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. დადგით ნელ ცეცხლზე დაახლოებით 15-10 წუთით. გააცივეთ, გადაწურეთ, დაამატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის მისაღებად და ჭამამდე ერთი საათით ადრე მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა.

კურსი გაიმეორეთ სამჯერ, ორკვირიანი შესვენებებით.