ვაშლი ნერვებს ამშვიდებს

ვაშლი ნერვებს ამშვიდებს

ვაშლი კურნავს სასუნთქი ორგანოების დაავადებებსა და ინფექციებს, ასევე, კარგი საშუალებაა ნერვული სისტემის მოშლილობისას და აახალგაზრდავებს ორგანიზმს.

ახალგახეხილი ვაშლის პიურე კარგია მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის შემთხვევაში. შეგიძლიათ, ვაშლის პიურეს შეურიოთ თითო სადილის კოვზი კარაქი და თაფლი. მშრალ ხველებას შველის შემწვარი ვაშლიც.

შეურიეთ ერთმანეთს 5 წილი გახეხილი ვაშლი, 6 წილი პირშუშხას ფესვები, 1 წილი გახეხილი სტაფილო, გემოვნებით დაამატეთ შაქარი, მარილი და არაჟანი. ეს სალათა სასარგებლოა ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს, სასუნთქი ორგანოების გაციებისა და ინფექციური დაავადებების შემთხვევაში.

C ვიტამინის უნიკალური წყაროა ვაშლის ხის ფოთოლი. ამიტომ, მისგან დამზადებული ნაყენი სასარგებლოა სასუნთქი გზებისა და სხვა ორგანოების მკურნალობის დროს.