ქრონიკულმა დაღლამ შესაძლოა, პათოლოგიურ მდგომარეობამდე მიგიყვანოთ

ქრონიკულმა დაღლამ შესაძლოა, პათოლოგიურ მდგომარეობამდე მიგიყვანოთ

საქმიანობის შემდეგ დაღლა ნორმალურია და მალე გაივლის. სამაგიეროდ, თუ ის ერთდროულად, ფიზიკური და გონებრივია, საქმე სახუმაროდ არ გქონიათ, რადგან, დაღლამ, შეიძლება, პათოლოგიურ მდგომარეობამდე მიგიყვანოთ.

დარღვეული წონასწორობა, სიარულის დროს სიმძიმის შეგრძნება, მადისა და ხალისის დაკარგვა, ძილისა და სიწყნარის მოთხოვნილება, თავის ხშირი ტკივილი, დღის ბოლოს ფეხების მოკვეთა – ყველაფერი ეს თქვენი ზეაქტიური მოქმედების შედეგია. ამგვარ დაღლას სპეციალისტები „სხეულის მოწყენილობას,“ ანუ ცხოვრებისეულ დაღლას უწოდებენ.

ატკივებული კუნთები, ნევროზი, დაქვეითებული მეხსიერება, უღონობა, დაქვეითებული მხედველობა და ყნოსვა – ეს უკვე გადაღლის შედეგია. მიზეზი კი ბევრია.

ქრონიკულ დაღლას თავი რომ დავაღწიოთ და ცხოვრების ხალისი დავიბრუნოთ, გთავაზობთ მარტივ რჩევებს:

ბალანსირებული კვება – დაღლის საწინააღმდეგო დიეტური წესების დაცვა მარტივია. მიზანი ორგვარია, კერძოდ, დაძაბულობის მოხსნა და ტონუსის გაძლიერება. ყოველდღე მიიღეთ აუცილებელი, კალორიული მენიუ. ორგანიზმის მინიმალური მოთხოვნა 1 800 კალორიაა, სპორტსმენებისთვის კი – 2 200 კალორია.

ხშირად მიირთვით პური, მარცვლეული, ლეღვი, მწვანე ლობიო, სატაცური, პრასი – ეს პროდუქტი აჯანსაღებს კუჭ-ნაწლავის სისტემას, ხელს უწყობს საკვების მონელებას და, რაც მთავარია, გონებრივი და ფიზიკური ფორმის შენარჩუნების შესანიშნავი საშუალებაა.

ჭამეთ ბრინჯი, სახამებლის შემცველი ბოსტნეული – ეს მთელი დღის განმავლობაში ენერგიით მოგამარაგებთ.

მიირთვით ახალი და მწიფე ხილი, მაგალითად: ვაშლი, ყურძენი, კივი, ბროწეული, ქლიავი, ხურმა. ეს ვიტამინების საბადოა და „ზარმაც“ ნაწლავებს აფხიზლებს.