„მედეა, როგორც შვილების მკვლელი, ევრიპიდეს გამოგონილია“

„მედეა, როგორც შვილების მკვლელი, ევრიპიდეს გამოგონილია“

მედეას სახელს ანტიკურ და წინაანტიკურ სამყაროში ბევრი რამ უკავშირდება. ძველ ხალხს ის ქალღმერთად მიაჩნდა, მის სახელზე აგებდნენ ტაძრებს.მიუხედავად საყოველთაო სიმპათიისა და აღიარებისა, მედეას ერთ მთავარ დანაშაულში სდებენ ბრალს: შვილების დახოცვაში. საქმე გვაქვს საკაცობრიო მნიშვნელობის ტრაგიკულ სახესთან.

კლასიკური ათენის უდიდეს ტრაგიკოს ევრიპიდეს ნაშრომებიდან შემონახულია 17 სრული ტრაგედია, არგონავტების მითის საფუძველზე ევრიპიდეს რამდენიმე ტრაგედია შეუთხზავს, ეს ტრაგედიებია „ინო“, „ფრიქსე“, „ჰიპსიფილე“ , „პელასიას ქალიშვილები“, „მედეა“, და „ეგეოსი“.

არგონავტების სიუჟეტზე აგებული ტრაგაედიებიდან ჩვენამდე სრულად მოაღწია მხოლოდ „მედეამ“ სხვა ნაწარმოებებიდან  მხოლოდ ფრანგმეტებიღა დარჩა.

ევრიპიდეს ტრაგედიის მიხედვით, მედეა ხოცავს შვილებს, რათა საბოლოოდ მოუკლას გული მოღალატე ქმარს. ევრიპიდეს ამ ვერსიამ დიდი გავრცელების არეალი ჰპოვა მსოფლიო მითოლოგიაში თუ დრამატურგიაში მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში?

არისტროფნე გრამატიკოსის ცნობით ევრიპიდემ ტრაგედია „ედეა“ წარმოადგინა ათენის თეატრში 87-ე ოლიმპიადის პირველ წელს (431 წელს) პითოდორეს არქონტობაში. ევრიპიდესთან ერთად ტრაგიკულ აგონში მონაწილეობას იღებდა ევფორიონი და სოფოკლე, ევრიპიდე გამოვიდა ტრილოგიით „მედეა“ საბოლოოდ ის დამარცდა და მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა, ამის შემდეგ ევრიპიდე იძულებული გახდა „მედეა“ გადაეკეთებინა. აკაკი ურუშაძის მოსაზრებით „ჩვენამდე მოღწეულია სწორედ ეს გადამუშავებული ვარიანტი“.

ევრიპიდემ ქმარ-შვილის მოღალატე ელენეს რეაბილიტაცია მოახდინა - ქმრის ერთგულ ქალად აქცია, პენელოპეს გაუტოლა პატიოსნებით, როგორც ტიპი ბერძენი მანდილოსნისა. ცხადია, ასეთივე წარმატებით შეეძლო გაეტეხა მას სახელი კოლხი მედეასთვის, ამიტომაც დაახოცინა შვილები - ტრაგედია კი შედგა.

აკაკი ურუშაძის მოსაზრებით „მედეაში“ ევრიპიდემ დაამუშავა არგონავტთა მითის ნაწილი, რომელშიც წარმოდგენილი იყო, იოლკოსიდან პელიასის მოკვლის გამო ლტოლვილი მედეა და იასონი კორინთაში როგორ დასახლდნენ. იასონი აქ უღალატებს მედეას და სურს, შეირთოს კორინთოს მეფის, კრეონტის, ასული გლაკე. მედეა შურს იძიებს მოღალატე ქმარზე: კრეოფილეს ვერსიით („ექალიის აღებაში“) მოწამლავს კრეონტს, თვითონ კი ათენში გარბის, ხოლო ბავშვებს საკურთხეველთან ტოვებს იმ იმედით, რომ მათ მამა (იასონი) მოუვლის“.

საინტერესოა ის, რომ კრეოფილესთან მედეა მხოლოდ წამლავს კრეონტს, აქ კრეონტის შვილის გლავკეს მკვლელობაზეც კი არ არსი ლაპარაკი. ასევე საინტერესო ცნობაა დაცული „მედეას“ არისტოფანე გრამატიკოსისეულ ჰიპოთეზაში, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი რომ მედეას მიერ შვილების დახოცვა არც ერთ სხვა მწერალთან არ გხვდებაო.

ლევან სანიკიძის მოსაზრებით მედეა, როგორც შვილების მკვლელი დედა მხოლოდ და მხოლოდ ევრიპიდეს გამოგონილია“.

ძველისძველი წყაროების თუ მითების არც ერთ ვერსიაში არ კლავდა მედეა შვილებს. ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში წერდნენ რომ ევრიპიდეს მიერ ტრაგედიაშია მოყვანილი ფაქტები სიცრუეა და მედეას შვილები არ დაუხოცავს. პარმენისკე გადმოგვცემს, რომ ევრიპიდემ თითქოს კორინთელებისგან ხუთი ტალანტი აიღო და ბავშვების დაკვლა მედეას გადააბრალა. მედეას ბავშვები კი მოკლეს კორინთელებმა, რომლებიც აღშფოთდნენ იმით რომ (მედეას) მეფობა უნდოდა, ვინაიდან კორინთო მისი მამისეული ხვედრი იყო“.

ამავე მოსაზრებას გადმოგვცემს რომაული ეპოქის მწერალი, ისტორიკოსი და ფილოსოფოსი კლავდიუს ელიანე პრენესტელი თხუზულებაში „ნაირნაირი ისტორია“ (varia historia). იგივეს იმეორებს პავსანია რომელიც წერს:  „გადმოგვცემენ, რომ ისინი კორინთოელებმა ჩააქვავეს“.

ძალზე მნიშვნელოვანია ერთი ჩვეულება, რაც კორინთოში რომის იმპერიის ჟამსაც კი შემორჩენილი იყო და ბოლო დრომდე ცნობილია. ამ უძველესი წესით, კორინთელები თავს მოვალედ რაცხდნენ საკურთხეველთან მსხვერპლშეწირვით გამოესყიდათ თავიანთი დანაშაული - მედეას შვილების დახოცვა.

ეს წესი სავსებით სარწმუნოდ აბათილებს მედეას ხელით შვილების მოკვდინების ვერსიას, ეს სხვა სარწმუნო ცნობითაც დასტურდება. ცხადია, კორინთელებს თავად უკეთ ემახსოვრებოდათ, ვინც დახოცა ბავშვები. ბუნებრივია როგორც პარმენეკეს, ელიანეს და პავსანიას ხელთ უნდა ჰქონდათ ძველი წყაროები რის საფუძველზეც ისინი ევრიპიდეს ტრაგედიაში მოყვანილ ფაქტს უარყოფდნენ.

 

მედეას ამბავს იცნობენ ჰეროდოტე, ქსენოფონტე, პლატონი, არისტოტელე... მედეაზე წერდნენ ჰეკატე მილეტელსი, აკუსილაე არგოსელსი, სკილაქსე კარიანდელსი, ევსევი კესარიელი...მედეაზე ტრაგედიები შექმნეს კარკინე უმცროსმა, დიოგენე სინოპელმა, ბიოტოსმა, მელანთიოსმა და სხვებმა.