როგორ ვაკონტროლოთ საკუთარი თავი

როგორ ვაკონტროლოთ საკუთარი თავი

კონტროლისა და ზომიერების გრძნობა ყველაფერში საჭიროა. დრო აუცილებლად უნდა განაწილდეს, მით უფრო, თუ ქალი ხარ, ერთ კონკრეტულ საქმეს ვერ გადაჰყვები. არ ღირს ინერვიულო იმაზე, რაც გარდაუვალია. ანუ, თუ სახლი დასალაგებელია, თავისით ვერ დალაგდება და ვერ გასუფთავდება. ამიტომ, ჯდომა, ლოდინი და წუწუნი ვერაფერს გვიშველის. ამას ჯობია, ზომიერად ვიშრომოთ და ზომიერად დავიღალოთ, შედეგი კი კარგი მივიღოთ. გადაღლილი და აწუწუნებული ქალი ოჯახის წევრებისთვისაც უსიამოვნოა...

1. ჩვევად დაიწესეთ, 15-20 წუთი ყოველდღე დაუთმოთ სახლის საქმეებს, თუ ოც წუთს დილით გამოყოფთ, ოცს – საღამოს, არც დაიღლებით და სახლიც სრულ წესრიგში იქნება.

2. კარგი საშუალებაა საქმეების ჩამონათვალი. კვირის აუცილებელი საქმეები ჩამოწერეთ და ნელ-ნელა მიჰყევით!

3. ხშირად გადაარჩიეთ თქვენი გარდერობი. მოიშორეთ ძველი ნივთები, რომ ისინი ახლით ჩაანაცვლოთ – ეს ნამდვილად სასიამოვნო საქმიანობაა.

4. დოკუმენტებიც ხშირად გადაარჩიეთ და დაახარისხეთ. ამით საჭირო დოკუმენტს სწრაფად და ადვილად იპოვით.

5. მოიშორეთ სახლიდან ყველა ის ნივთი, რომელიც არც ძალიან ლამაზია და არც ფუნქციური დატვირთვა აქვს.

6. როგორი უსიამოვნო საქმეც არ უნდა გქონდეთ შესასრულებელი, შეხედეთ მას პოზიტიურად. არ განეწყოთ ისე, რომ სტრესი მიიღოთ. შეინარჩუნეთ კონტროლის გრძნობა და არ ინერვიულოთ, თუკი რამეს ვერ მოასწრებთ.