საინტერესო საფეხბურთო ფაქტები

საინტერესო საფეხბურთო ფაქტები

„მსოფლიო ფეხბურთის ენციკლოპედიაში,“ განყოფილებაში – „დიდი მოთამაშეები,“ შესულია სტატია ბებეტოს შესახებ, რომელშიც აღწერილია მისი ჟესტი – გოლის გატანის შემდეგ ბავშვის დაძინების იმიტაცია ხელებით. პირველად მან ეს გააკეთა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინელში,  რაც შვილის (ვაჟის) შეძენის მეორე დღეს მოხდა. მას ასეც შეარქვეს „ბებეტოს ჟესტი“.

„ლივერპულისა“ და „ნიუკასლის“ მატჩს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ხუმრობით  „ორნიტოლოგიური დერბი” უწოდა. „ლივერპულის“ მეტსახელია „პელიკანი”, ხოლო „ნიუკასლის“ – „სოროკა.”

2002 წლის 30 ივნისს აზიის კონტინენტზე ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ფეხბურთში. ზუსტად იმ დღეს და იმავე კონტინენტზე ერთმანეთს შეხვდნენ კუნძულ მონსერატისა და ბუტანის ნაკრებები. ამხანაგური შეხვედრა დამთავრდა ანგარიშით 0:4 ამ მატჩმა გამოავლინა მსოფლიოს ყველაზე სუსტი საფეხბურთო გუნდი.

ანდერს ესკობარას მკვლელობის მომენტში, 1994 წლის 2 ივნისს, მკვლელი – უმბერტო მუნიოს კასტრო, ყოველი გასროლილი 16 ტყვიის შემდეგ ყვიროდა: „გოლ!“ – იმავე ინტონაციით, როგორც სამხრეთამერიკელი ფეხბურთის კომენტატორები გამოხატავენ სიხარულს მეტოქის კარში ბურთის გატანის დროს.

2001 წელს ჩატარდა დიეგო მარადონას გამოსამშვიდობებელი მატჩი – არგენტინისა და მსოფლიოს ნაკრებების შეხვედრა. 2006 წელს – „არსენალი“-„აიაქსი“ (დენის ბერგკამპი),  2008 წელს – „ბავარია“-გერმანიის ნაკრები  (ოლივერ კანის გამოსამშვიდობებელი მატჩი), 2011 წელს – „მანჩესტერ იუნაიტედი“–„იუვენტუსი“ – გარი ნევილი.

2007 წელს მსოფლიო საფეხბურთო სამყაროში კონფლიქტი გამოიწვია „ფიფას“ გადაწყვეტილებამ, რითაც აიკრძალა ფეხბურთის მატჩების გამართვა ზღვის დონიდან 3 600 მეტრი სიმაღლის ზემოთ.

თითქმის ტელეპათიური ურთიერთგაგების გამო, მოედანზე ფეხბურთის მეფესთან თამაშის დროს, კოუტინიოს „პელეს ძმას” ეძახდნენ.

უელსის თასის გათამაშება ფუხბურთში 1877 წლიდან ტარდება, პირველი ჩემპიონატი კი მხოლოდ 1992/93 წლების სეზონში გაიმართა.