მარილი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია

მარილი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია

მარილი ადამიანის ორგანიზმს ნატრიუმისა და ქლორის იონებით ამარაგებს. ამ იონების გარეშე წარმოუდგენელია, კუჭის წვენის მთავარი შემადგენლის, ტუტეებისა და მარილმჟავას  წარმოქმნა, რაც აუცილებელია, უჯრედების ნორმალური მუშაობისა და ქსოვილებში წყლის განაწილებისთვის. ოფლში, ნერწყვში, ცრემლში მარილის არსებობა თვალსაჩინო მაგალითია, რომ ორგანიზმის ცხოველქმედებაში ის აქტიურად მონაწილეობს.

ადამიანისთვის მარილის დღიური ნორმა 4-6 გრამია. ჰიპერტონიის, თირკმელების დაავადებების, შეშუპებისა და ორსულობის ბოლო თვეებში გირჩევთ, მარილის მოხმარება შეამციროთ.

ხალხურ მედიცინაში, უძველესი დროიდან, საკმაოდ ხშირად იყენებდნენ მარილს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. გთავაზობთ ზოგიერთ რეცეპტს:

დაჟეჟილი ადგილების მოსაშუშებლად მარილიანი ძმრის კომპრესი გაიკეთეთ.

თუ ფუტკარმა ან კრაზანამ გიკბინათ, მწიკვი მარილი დანამეთ და ნაკბენზე დაიდეთ. ტკივილს გაგიჩერებთ და შესიებას დააცხრობს.

გაციების დროს კარგია ცხვირისა და ყელის მარილწყლით გამორეცხვა. 0,5 ჩაის კოვზი მარილი ჩაყარეთ 1 ჩაის ჭიქა წყალში. პროცედურა დაავადების ხანგრძლივობას ამცირებს და ხელს უშლის სასუნთქ გზებში ინფექციის გავრცელებას.

მარილის ხსნარი აქტიურად ურთიერთქმედებს ორგანიზმის ქსოვილებში შემავალ სითხესთან და შეიწოვს დაავადების წარმომშობ მიკრობებს, ვირუსებს, შხამებსა და არაორგანულ ნივთიერებებს, მაგრამ ხელუხლებელს ტოვებს ერითროციტებს, ლეიკოციტებსა და ცოცხალ უჯრედებს. ამგვარად, დაავადებული ორგანოს ქსოვილების სითხის განახლება და დეზინფექცია ხდება, პათოლოგიური პროცესი კი წყდება.

მიუხედავად მარილოთერაპიის მაღალეფექტურობისა, გასათვალისწინებელია, რომ მას გარკვეული უკუჩვენებაც აქვს. დიდი რაოდენობით გამოყენებამ შეიძლება, შაკიკის პროვოცირება მოახდინოს, ასთმის დროს კი მდგომარეობა დამძიმდეს. ამიტომ,  რაოდენობის კონტროლი აუცილებელია, რადგან ზედმეტი მარილი ორგანიზმსა და სისხლძარღვებში წყლის შეკავებას იწვევს, რაც ანუსის ვენების შესიების მიზეზი ხდება.