როგორ მოქმედებს ალკოჰოლი მამაკაცის სქესობრივ ლტოლვაზე

როგორ მოქმედებს ალკოჰოლი მამაკაცის სქესობრივ ლტოლვაზე

ალკოჰოლი ქალსა და მამაკაცში სექსუალური ლტოლვის შესუსტებას იწვევს. ღვინო და სექსი ერთად ძალიან მავნებელი „ტანდემია”.

სექსოლოგიაში ცნობილია, რომ ჭარბი დოზით მიღებული ალკოჰოლი მამაკაცებში უარყოფითად მოქმედებს სქესობრივ ლტოლვაზე, ერექციაზე. სპირტიანი სასმელების ხშირმა და ჭარბად მიღებამ, შეიძლება, ცვლილებები გამოიწვიოს მამაკაცის სასქესო ჯირკვლებშიც და უარყოფითად იმოქმედოს შთამომავლობაზე.

ქრონიკული ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ჯანმრთელ მამაკაცებში სათესლე ჯირკვლების ჰორმონული ფუნქციის დაქვეითებას იწვევს.

მამაკაცის ორგანიზმში სასქესო ჰორმონების მაქსიმალური გამომუშავება 26-დან 36 წლამდე ასაკში ხდება, შემდეგ მათი რაოდენობა თანდათან მცირდება. ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებლებში მსგავსი ცვლილებები უფრო ახალგაზრდა ასაკში იწყება.

კვლევით დადგენილია, რომ ჭკუასუსტი და დაუნის სინდრომით დატანჯული ადამიანების დიდი ნაწილი დღესასწაულების დღეებშია ჩასახული, ანუ, იმ პერიოდში, როცა ადამიანი ალკოჰოლიანი სასმლის გადაჭარბებულ დოზას იღებს.