ნუ გაანაწყენებთ ქალს

ნუ გაანაწყენებთ ქალს

არავინ თქვას და მით უმეტეს, არ დაიჯეროს, რომ ქალები ვარცხნილობის და ჩაცმის სტილს მხოლოდ დეპრესიის ან პრობლემების დროს იცვლიან. ქალს განახლების სურვილი და ხალისი სულ აქვს – ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ პირობებში. ეს ძალიან კარგია. თუმცა, ისიც მართალია, რომ კრიტიკულ მომენტებში, პირველი, რაც მოგაფიქრდება, არის: ხომ არ შემეცვალა რამე საკუთარ გარეგნობაში. ქალების უმრავლესობას სჯერა, რომ სტილის რადიკალურად, მკვეთრი შეცვლით მისი ცხოვრებაც იცვლება, თანაც უკეთესობისკენ...

როგორ უნდა გაანაწყენოთ ქალი? – უყურადღებოდ დატოვეთ მის გარეგნობაში მომხდარი ცვლილება. ძლიერი სქესის წარმომადგენლისათვის ეს მიკროსკოპული წვრილმანია, მაგრამ ქალბატონებისთვის, მით უმეტეს, ისეთებისთვის, რომლებიც საკუთარ გარეგნობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ – ჭეშმარიტად მასშტაბური კატასტროფა.

ნუ აწყენინებთ თქვენს საყვარელ ქალბატონს, მით უმეტეს, დღესასწაულის დღეებში. მან ხომ ყველაფერი გააკეთა, თქვენთვის კომფორტი რომ შეექმნა, გემრიელი კერძები მოამზადა და საახალწლო საჩუქარიც კი გიყიდათ. შეხედეთ ყურადღებით და აღნიშნეთ ის, რომ ახალი ვარცხნილობა, მაკიაჟი თუ სამოსი ძალიან უხდება. თქვენ ამით მხოლოდ მოიგებთ.