ისინი, ვინც ხშირად კაკაოს სვამენ, ნაკლებად ავადდებიან კიბოთი

ისინი, ვინც ხშირად კაკაოს სვამენ, ნაკლებად ავადდებიან კიბოთი

კაკაო ლიდერია ანტიოქსიდანტების შემცველობით. ის ადამიანს იცავს კიბოსა და ბევრი სხვა დაავადებისგან, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშია, ასევე, ხელს უწყობს ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებას.

კაკაოში არსებული ანტიოქსიდანტების რაოდენობა თითქმის ორჯერ აღემატება წითელ ღვინოში არსებულს. მიუხედავად იმისა, რომ კაკაოს ბევრი პროდუქტი შეიცავს, მაგალითად, შოკოლადი, უმჯობესია, თუ ამ ნუგბარის ნაცვლად ერთ ფინჯან კაკაოს მიირთმევთ. შოკოლადში დიდი რაოდენობითაა ნაჯერი ცხიმი, კერძოდ, 40 გრამ შოკოლადის ფილაში ცხიმები 8 გრამია, ფინჯან კაკაოში კი – 0,3 გრამი.

თუ ყოველდღიურად სვამთ კაკაოს ფხვნილისგან დამზადებულ სასმელს, ამით მნიშვნელოვნად შეამცირებთ ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს და სისხლში ანტიოქსიდანტების შემცველობაც მოიმატებს.

ფაქტია, კაკაოს მოყვარულები, ანუ ის ადამიანები, ჩაიზე ხშირად კაკაოს რომ სვამენ, ნაკლებად ავადდებიან კიბოთი – ეს შედეგი ბოლოდროინდელმა სამედიცინო კვლევებმა აჩვენა.