შეაჩვიეთ სახლს

შეაჩვიეთ სახლს

მამაკაცი საკმაოდ ეფექტურად ექვემდებარება აღზრდა-გაწვრთნას, მაგრამ კარგი აღმზრდელის ხელში. თუ თქვენ არ იცით, ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც აუცილებლად დაგჭირდებათ, მამრობითი სქესის „აღსაზრდელის“ გასაწვრთნელად, არაფერი გამოგივათ. უფრო მეტიც, ურთიერთობას კრახით დაასრულებთ. ან ერთმანეთს ორი  ნევრასტენიკი შერჩებით.

არადა, მიუხედავად პოლიგამიური ბუნებისა, მამაკაცებს ძალიან უყვართ თავისი „ბუნაგი“... გამოქვაბული, ანუ სახლი. მამაკაცი ადვილად ეჩვევა კომფორტს, კარგ საყოფაცხოვრებო პირობებს, სითბოს და სიმყუდროვეს... მთავარია, დიასახლისი ჰგავდეს ოჯახური კერიის დამცველ ფერიას.

 ახლა ჯერი თქვენზეა. უნდა იქცეთ ფერიად. მნიშვნელობა აქვს არა მარტო იმას, რას აკეთებს სახლში ქალი, არამედ იმასაც, როგორ აკეთებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამაკაცი საოჯახო საქმეებს უნდა შეაჩვიოთ. ცუდი არ იქნება, თუ სასარგებლო უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებთ. ეს ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ და სიყვარულით უნდა გააკეთოთ. მამაკაცს უყვარს, როცა თავს „საკუთარ ნაჭუჭში“ გრძნობს. შენიშვნებს არავინ აძლევს, არც მითითებებს და ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მოესურვილება. თუ შეამჩნევს, რომ მის გამოსწორებაზე ფიქრობთ, ნამდვილად არ გაუხარდება.

ახლა მათემატიკა, რომელიც ცოტათი გაგახალისებთ:

უთოობისას 120 კალორიას ვწვავთ. ჭურჭლის რეცხვისას – 200 იწვება, თანაც ყოველ ჯერზე. ანუ, დღეში 600 კალორია მაინც. მტვრის გადაწმენდას 240 კალორია მიაქვს. სახლის დალაგება 300 კალორია „ღირს“. ასე რომ, მოუარეთ ოჯახს, იყავით ფორმაში და თქვენი „ჯადოსნურობით“ მეუღლე ისე შეიჩვიეთ, რომ მისთვის სახლი ერთადერთ თავშესაფრად იქცეს.