ყოველდღიურ რაციონში ბულგარული წიწაკა შეიტანეთ

ყოველდღიურ რაციონში ბულგარული წიწაკა შეიტანეთ

ბულგარული, ანუ ტკბილი წიწაკა ექვს პროცენტ შაქარს შეიცავს. ამიტომ, ის ერთ-ერთი ყველაზე დიეტური საკვები ბოსტნეულია.

დაბალკალორიული ნახშირწყლების დიეტის დროს მისი მიღება ეფექტს იძლევა. ერთი ცალი ბულგარული წიწაკა შეიცავს C ვიტამინის სადღეღამისო ნორმას და ამ ვიტამინის შემცველობის წყალობით, ბევრ სხვა ბოსტნეულსაც უსწრებს. C ვიტამინით ორგანიზმის მომარაგება განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში აუცილებელია, რათა ადვილად გაუმკლავდეთ ვირუსებს და სხვადასხვა რესპირატორულ დაავადებებს. ამიტომ, ეცადეთ, რაც შეიძლება, ხშირად ჭამოთ ბულგარული წიწაკა და შეივსოთ ამით თქვენი ორგანიზმი C ვიტამინით.

სასურველია, ტკბილი წიწაკა ცხიმთან ერთად მიირთვათ, რათა ორგანიზმმა მაქსიმალურად შეითვისოს მასში არსებული ვიტამინები. ასე რომ, კარგი იქნება, თუ მას მცენარეულ ზეთში მოშუშავთ და ისე შეჭამთ.

ტკბილი წიწაკა ერთადერთი ბოსტნეულია, რომელიც კარგად ინარჩუნებს მასში შემავალ ვიტამინებს, როგორც თერმული დამუშავებისას, ისე დაკონსერვების შემთხვევაშიც.