ლუსტრაცია ულუსტრაციოდ

ლუსტრაცია ულუსტრაციოდ

ვაკვირდები პოლიტიკურ პროცესებს და, რაც დრო გადის, იმედი იმისა, რომ საქართველო სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება, ერთობ მცირეა,, რატომ?? პოლიტიკაში, ჩვენდა სამწუხაროდ, ის ხალხი ხვდება 1990 წლის ოქტომბრიდან, რაც მეტად თავხედი, და ნაძირალაა.. აქ არა აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლებაშია, თუ მისი ოპონენტი, მიზანი ერთია - იყოს პარლამენტარი, ხუთგზის, ოთხგზის, სამგზის... თუმცა, მოუტანა თუ არა მისმა ქმედებამ ქვეყანას რაიმე სასიკეთო, ამის გამრჩევი არავინაა!!!.

გვავიწყდება, რომ ბატონი ბერძენიშვილები იმ ბლოკში იყვნენ, სადაც ახლა უკვე პოპულარული „მებრძოლი“ ნაციონალი მეგი გოცირიძეა. ბერძენიშვილებისა და სხვათათვის ცხადი იყო, რომ კირკიტაძეებთან და გოცირიძეებთან დიდი უპირატესობა აქვთ, უპირატესობა იმისა, რომ მათზე ასჯერ მეტი წიგნი აქვთ წაკითხული, სხვა კი, მორალი ერთია. მორალი ისაა, რომ მთავარია საკანონმდებლო ხელისუფლებაში ყოფნა და სულ ერთია, მიშას ლოკომოტივით შეგრიალდები, თუ ბიძინასი.. .შემდეგ კი, როცა მიშა ან ბიძინა ხალხს ყელში ამოუვა, მოიძებნება სხვა ლოკომოტივი, მანამდე კი აღმოაჩენ, რომ, მიშა თურმე საბჭოთა კაგებეს ჯარში მსახურობდა და რომ ბიძამისი სუკის გენერალია. ასევე, დამთავრებული აქვს ისეთი უმაღლესი სასწავლებელი, სადაც ჩვეულებრივ მოკვდავთ იქ არ ღებულობდნენ, ბოლოს კი საქილიკოდ გაიხდი რუსთველიდან უწიგნური მიშას მიერ არაბთა მეფის ციტირებას, ვითომ მანამდე არ იცოდი, რა და ვინ იყო მიშა,

სამწუხაროდ ესეა - 1990 წლიდან ქვეყანას აქტიური თავხედობა და ნაძირლობა განაგებს, ერთს მეორე ენაცვლება, თუმცაღა, ქვეყანა კი უკან-უკან მიდის...

მაია ნადირაძეს შეენაცვლება მანანა კობახიძე, კირკიტაძეს - ჯაჭვლიანი, შტანგისტ ასანიძეს -მოჭიდავე ზვიადაური, ბლომად კარგი მომღერლები, ასევე - კარგი მოჭიდავენი. ხელს აწევენ და გურუს დაეთანხმებინ.

ვინმე ჟურნალისტს მოუვიდა კი ერთხელ მაინც აზრად, რომ ამ კანონმდებლებს უბრალო გამოკითხვა ჩაუტაროს? მაგალითად, რამდენია რვაჯერ შვიდი, ან ზოგადი უნარებიდან, აბიტურიენტებს, რომ აბარებინებენ , დაუდონ ტესტი, თუნდაც ქალბატონ  ბესელიას, ან იგივე კობახიძეს, გოგი ქავთარაძეს, გუგული მაღრაძეს... საინტერესოა, დაძლევენ  ზღვარს? ვფიქრობ, ვერა...

”გურუებს ” კი 1990 წლიდან ასეთები ჭირდებათ - აქტიური თავხედები და ნაძირლები. ქვეყანა? მიშა მაჭავარიანი და გიგი წერეთელი დეპუტატებად დაიბადენ? თუნდაც ძალიან, მართლა ძალიან ბევვრის მცოდნე ლევან ბერძენიშვილი, რომელიც სულ იმაზე წუწუნებს, რომ უმაღლესში ანუ ეროვნულ გამოცდებზე არ უნდა ბარდებოდეს უნარ-ჩვევები, მაგ უნარ-ჩვევებით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ გალაკტიონი ვერსად ვერ ჩაირიცხებოდაო (რაშიც ვეთანხმები, თუმცაღა, გალაკტიონს უნდოდა კი სადმე ჩარიცხვა?). ბატონო ლევან, კი მაგრამ, ახლა ხომ უმრავლესობაში ხართ, და ეგება ახლა შეცვალოთ და ახლა მიიღოთ ის კანონი, რომელიც თქვენ გაწყობთ!

არაფრის დამწერი არ ვიყავი, მაგრამ სოცილურ ქსელში ბატონი ნოდარ ნათაძის სტატია იყო გამსახურდიაზე, სადაც ბატონი ნოდარი ძალიან აქებს და გმირად მოიხსენიებს გამსახურდიას. ერთი ისტორია გამახსენდა, ნათაძეს და გამსახურდიას უკავშირდება... CCCP-ი დანგრევის პირასაა, მაგრამ ამის მცოდნე ჯერ საქართველოში ჯერ არავინ არის. თუმცა რა?! 9 აპრილის შემდეგ დე იურე ხელისუფლება იყო კომპარტია, დე ფაქტო კი - „არაფორმალები“. ასე ეძახდენ რატომღაც. მოკლედ, მიტინგია დანიშნული კინოს სახლის წინ, საბჭოთა პოლიტბიუროს გადაწყვეტილი აქვს რეფერენდუმის ჩატარება - „გინდათ, თუ არა საბჭოთა კავშირში ცხოვრება?“. პრობლემა კი ისაა, რომ ბალტიელები და საქართველო, ცხადია, უარზე არიან, აბა შუა აზია, კარგი ერთი, თუ ძმა ხარ, და დემოგრაფიის შესაცვლელად ამ რეგიონებში, სურთ რუსების ჩამოსახლება.

მაშინ, ძირითადად ამ კანონებზე “დასი“ - დემოკრატიული  მოძრაობა არჩევნებისთვის, რომელსაც ბატონი რეზო შავიშვილი თავმჯდომარეობდა და სახალხო ფრონტი ამუშავებდენ კანონებს და მაშინდელი უმაღლესი საბჭო 17 წუთში ამტკიცებდა. აკი გითხარით, 9 აპრილის შემდეგ დეფაქტო „არაფორმალები“ ფლობდენ ძალაუფლებას... მოკლედ, მოვდივარ, და აი დღეს, რომ გოეთეს ინსტიტუტია იმის ოდნავ ზევით თეთრი გაზ-24  დგას, გამსახურდია და ვიღაცა სხედან. კარებები ღიაა, ზაფხულია, ცხელა... „სანამ, ისინი არ მოვლენ, მე არ მოვალ და მიტინგსაც ნუ დაიწყებენ უჩემოდო“ - მესმის გამსახურდიას ხმა. არ მივაქციე ყურადღება, გავუდექი გზას. კინოს სახლთან კი დაახლოებით 1000-მდე კაცია შეყრილი. ნათაძე ნერვიულობს, მიტინგს აშკარად აგვიანებენ, არადა, ყველაფერი მზადაა, მაგრამ ვიღაც ქალი დადის კინოს სახლის წინ და იმუქრება, ზვიადის გარეშე მიტინგს არ დაგაწყებინებთო!

გადავირიე, გამახსენდა გამსახურდიას რამოდენიმე წუთის წინ ნათქვამი სიტყვები და ის კოიოტი. .. ქალბატონო, გამსახუედია აგერაა, ას მეტრში და, თუ უნდა მოვა, და თქვენ კი ვერ ატყობთ, რომ ხელს უშლით ამ ხალხს? აი აქ კი დამერხა, თურმე მანანა არჩვაძის და, ლელე ყოფილა. მოკლედ, დამამხო თავზე ყველაფერი, მაგინა და სულ „სუკისა და კრემლის აგენტი და მოგზავნილი“ მეძახა! ნეტავ, მცოდნოდა ან კრემლი სად იყო ან სუკი... გადამარჩინა იმან, რომ ზემელიდან ვაზის ჯვარით დაახლოებით 30 შავოსანი ქალბატონი გამოჩნდა. სკანდირებდენ: „ზვიადი, ზვიადი, ზვიადი!“ ჰოდა, გამსახურდიაც მოვიდა, ატყდა ერთი ექსრტაზი, ტაში და „ჩვენი გადამრჩენი, ღვთის მოგზავნილი“. დარჩა ბატონი ნათაძე, ხახამშრალი, არადა, ამ კანონზე მართლა ერთი კვირა მუშაობდა - კანონი მიგრაციის შესახებ, რომლის თანახმად, თუ ადგილობრივი ხელისუფალი წინაღმდეგი იქნებოდა, ცენტრალურ ანუ საბჭოთა პოლიტბიუროს არ შეეძლო ხალხის ჩამოსახლება.

ეს კანონი ბალტიელების ინიცირებული იყო, და ერთი ბალტიელი საქართველოზე შეყვარებული  ქალბატონი - ინგუნა ებელე, დადიოდა და საკმაოდ ბევრ და საინტერესო  წინადადებები მოქონდა ბალტიელებისგან, ყველა უდასტურებდა, თუმცა გამსახურდიასთვის ეს ინგუნაც სუკის მოგზავნილი იყო, როგორც ყველა, ვინც მას არ ეტანხმებოდა.

სათქმელს გადაუხვიე, თუმცა, მას შემდეგ ამითვალისწუნეს ლელემ და მანანამ. ამათ ვინ დაეძებს? ამათ კარვის ქალებიც მოყვა და, ერთი წამით წარმოიდგინეთ, რა დღეში ვიქნებოდი?! ეყვირათ „ზვიადი მესია“, რომელი ესაია ან სოლომონი მე ვიყავი რო?

ბატონო ნოდარ, გულით მინდა გაიხსენოთ ჩვენი, და არა მარტო ჩვენი, შეხვედრა სახალხო ფრონტის ოფისში, სადაც კატეგორიულად ითხოვდით, მიეღოთ ლუსტრაციის შესახებ კანონი,, ჩვენ რა უნდა გვექნა? უმრავლესობა „მრგვალი მაგიდა“ იყო, ჩვენ კი თქვენი იმედი გვქონდა, რომ როგორღაც მოახერხებდით და უზენაესი საბჭო ამ კანონს მიიღებდა.

ბატონო ნოდარ, გევედრებით, გაიხსენეთ, როგორი წინააღმდეგი იყო გამსახურდია ამ კანონისა, და ასევე გაიხსენეთ პარლამენტარი ვინმე ქალბატონი ძოძუაშვილი, რომელმაც (ექიმი იყო ეს ძოძუაშვილი) თქვენ გიჟად მოგნათლათ. რატომ? აკვიატება, ანუ თქვენი აკვიატებული მოთხოვნა ლუსტრაციის კანონის შესახებ, მან როგორც „დიდმა ექიმმა“, თქვენს გიჟურ აკვიატებად ჩათვალა, და ასევე გაიხსენეთ, როგორ მოგმართავდენ ბატონო ნოდარ - „პუპუზჩიკ“, ნუთუ ეს არ გახსოვთ?

და მთავარი, ვინც კი პოსტსაბჭოურ ქვეყნებიდან  მიიღო კანონი ლუსტრაციის შესახებ... მათი ყოფა დღეს საშურია, ჩვენ კი ვართ ისევ ისე. თქმა იმისა, რომ ისედაც ლუსტრირებულია ყოველივე, არ ამართლებს ამ კანონის მიუღებლობას.

ისევ ბალტიელებს უნდა დაუბრუნდე. 1988 წელს ლიტვაში მთავრობის თავმჯდომარედ კაზიმირა პრუნსკენე დაინიშნა. მიმიქარავს ირაკლი წერეთელი! გორბაჩოვს და ლიგაჩოვს ეს ქალი დედას არ აგინებდა, მაგრამ არც აკლებდა. აი ლიტვაში როცა ჩატარდა საბჭოთა არჩევნები, რაც გამსახურდიამ იმ მიზეზით დაბლოკა, რომ ან ყველაფერი, ამ არაფერიო, ბალტიელებმა ეს საქმე სამ საათში მოაგვარეს - მიიღეს კანონი ლუსტრაციის შესახებ და გაქრა კაზიმირა პრუსკინე.

ახლახანს დავინტერესდი ამ ქალბატონის გაქრობის მიზეზით, ლიტველებს ვკითხე და, თურმე, სუკის პოლკოვნიკი ყოფილა...

ბატონო ნოდარ, ოდნავ მაინც არ გიჩნდებათ ეჭვი, რატომ ეწინააღმდეგებოდა გამსახურდია ამ კანონის მიღებას? სესიაზე დღის წესრიგში არც კი შექონდა, აი არ მივიღეთ ის კანონი და მივიღეთ დღევანდელი ყოფა.

ასეა, ბატონო ნოდარ, თქვენ მარგინალად გაქციათ გამსახურდიამ, კაკო ბაქრაძეს მიტინგზე უსტვინა მანანა არჩვაძის მდედრიონმა, ზურა ჭავჭავაძეს, უკვე გამოჯანმრთელებულს,  ჰეპატიტიანი შეუმოწმებელი სისხლი გადაუსხეს, მამარდაშვილი კი იუდად გამოაცხადეს...

გზა გაწმენდილი იყო, გამსახურდიამ აიღო ხელში ძალაუფლება, და რაც ამან მოგვიტანა, დღესაც ვიმკით,,

დაფიქრდით, ბატონო ნოდარ, დაფიქრდით და გაიხსენეთ გარდასული დღეები. მაპატიეთ ფამილარობისატვის და, თუკი არ გახსოვთ, მაშინ მას ნუ იტყვით კახაბერად, ვინც არ იყო კახაბერი...