„გუგლი“ ახალ რეკორდებს ამყარებს

„გუგლი“ ახალ რეკორდებს ამყარებს

ინტერნეტ-გიგანტ „გუგლის“ წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიამ წინა კვარტალში არსებობის განმავლობაში ყველაზე დიდი შემოსავალი მიიღო.

„გუგლის“ სუფთა შემოსავალმა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 1,64 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 27 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ექსპერტების განცხადებით, ამ ეტაპზე საძიებო სისტემა „გუგლს“ ინტერნეტ-სივრცეში რეალური კონკურენტი არ ჰყავს. საძიებო სისტემა „იაჰუ“ კვლავაც ერთ ადგილს ტკეპნის, „მაიკროსოფტის“ მიერ შექმნილი ახალი სისტემა „ბინგით“ კი ძალიან ცოტა მომხმარებელი სარგებლობს.

ანალიტიკოსების აზრით, ინტერნეტ-გიგანტმა „გუგლმა“ ბევრი მიმართულებით მიაღწია წარმატებას და უახლოეს პერიოდში მას პრობლემები აღარ ემუქრება.