მაფია ბევრ ქვეყანაში ისევ ცოცხლობს და ზოგან ძალიან ძლიერია.
რამდენიმე წლის წინ როცა სიცილიური მაფიის ერთ-ერთი ბოსი დააპატიმრეს, პალერმოს პოლიციამ აღმოაჩინა „მაფიის ათი მცნება“, რაც საკმაოდ საინტერესოა.
1. არასდროს შეხედო შენი მეგობრის ცოლს „მრუდე“ თვალით.
2. არავის აქვს უფლება, „ოჯახის“ ორ წევრს შორის იყოს „მესამე“ (იგულისხმება მაფიის ოჯახი).
3. არ გამოჩნდე საზოგადოებაში პოლიციელის გვერდით.
4. არ იარო ღამის კლუბებსა და საეჭვო რეპუტაციის დაწესებულებებში.
5. ყოველთვის იყავი „კოზა ნოსტრასთვის“ გახსნილი და „მისაწვდომი“ – ეს შენი ვალია. ის პირველ ადგილზე დგას.
6. შეხვედრაზე არასდროს დააგვიანო.
7. ცოლს პატივისცემით მოეპყარი.
8. ინფორმაცია „ოჯახის“ ყველა წევრისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს – გახსოვდეს ეს.
9. არ მიითვისო სხვისი ფული.
10. ვერასოდეს გახდება „კოზა ნოსტრას“ წევრი ის, ვისი ნათესავიც პოლიციაში მუშაობს...
ძნელი სათქმელია, როგორ ასრულებდნენ მაფიიის წევრები ამ მცნებებს, თუმცა, ფაქტია, რომ „ოჯახი“ ძალიან მტკიცე, შეკრული და ძლიერი იყო.