მამაკაცური საქმე

მამაკაცური საქმე

ქალების 80 პროცენტი მაინც წუწუნებს, რომ ქმრები მათ საერთოდ არ ეხმარებიან. ცოლი გარეთაც მუშაობს და ოჯახშიც... უამრავ საყოფაცხოვრებო პრობლემას აგვარებს, მაშინ, როცა ქმარი ტელევიზორის წინ წამოგორებულა და კიდევაც უნდა მოემსახურო.

თუმცა, ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ საკმარისია, ქმარს აიძულო, აკეთოს საოჯახო საქმე, რომ მისი თვითშეფასების კრიტერიუმი მაშინვე დაიწყებს კლებას. აღარ იქნება ლიდერი თავის საქმეში და ვერც საგრძნობ წარმატებას მიაღწევს. კიდევ უარესი, თურმე შეიძლება, მან სექსის მიმართაც კი დაკარგოს ინტერესი და უარი გითხრათ ცოლქმრული მოვალეობის შესრულებაზე.

როცა ოჯახში როლები ტრადიციულად არის გადანაწილებული, ანუ ქმარი შრომობს გარეთ, ოჯახში შემოაქვს ფული და აგვარებს სარემონტო საქმეებს, ცოლი კი დიასახლისობს (შეიძლება, მუშაობდეს კიდეც), ყველფერი წესრიგშია ინტიმურ სფეროშიც.

ნუ მიაჩეჩებთ ქმარს ხელში უთოს და ნუ აიძულებთ, გახეხოს აბაზანა. მართალია ისიც, რომ, როცა კაცი საერთოდ არ ეხმარება ცოლს ოჯახურ საქმიანობაში, ეს კონფლიქტამდე მიდის. ფაქტს ვერსად წავუვალთ. მაგრამ, უნდა დავიცვათ ზომიერება და ტაქტი. დახმარება უნდა სთხოვოთ და არა მოთხოვოთ. დაავალეთ მსუბუქი საქმე, მაგალითად, ნაგვის გატანა, პროდუქტის მოტანა, საყიდლდებზე წასვლა, ბავშვის გასეირნება, გადასახადების გადახდა... ზოგჯერ შეიძლება, ჭურჭელიც გარეცხოს და შარვალიც გაიუთოოს, მაგრამ ეს ყველაფერი მან საკუთარი ნებით უნდა გააკეთოს.