მონეტები ოკეანის ფსკერიდან

მონეტები ოკეანის ფსკერიდან

ჯერ კიდევ უხსოვარ დროში ადამიანები ეძებდნენ ნივთებს, რომლებიც მათ ფულის მაგივრობას გაუწევდათ. უკვე მაშინ იყო გავრცელებული აღებმიცემობა ტომებს შორის. ტომრებით ხორბლის თრევა ძალიან არაკომფორტული იყო. ამიტომაც, ზღვისპირეთის მოსახლეობამ გამოსავალს მიაგნო და ფულის ნიშნებად ოკეანის ნიჟარები – კაურები აირჩია.

არქეოლოგებმა კაურები ზღვიდან დიდი მანძილით დაშორებულ ადგილებშიც აღმოაჩინეს – ძველი ნინევიის ტერიტორიაზე, უკრაინაში, სკანდინავიასა და გერმანიაში.

კაური – ეს არის ზღვის მოლუსკები, რომლებსაც მეორენაირად ფოსფორის ლოკოკინებსაც ეძახიან. მათი ნიჟარები სიგრძეში 15 სანტიმეტრს აღწევს. ოვალური ფორმისაა, ბრწყინავს და მისი 200 სახეობა მაინც ბინადრობს ტროპიკულ ზღვებში.

კაურებს ძირითადად მოიპოვებდნენ ინდოეთის ოკეანეში. ადგილობრივები ოკეანეში ყრიდნენ პალმის ფოთლებს და როცა ისინი ნიჟარებით დაიხუნძლებოდა, უკან ამოჰქონდათ. ნიჟარა-მონეტები ძალიან პოპულარული იყო ინდოეთში, ჩინეთში, ცეილონში, იაპონიაში, ტაილანდსა და აფრიკაში. მეცამეტე საუკუნეშიც კი, როცა ევროპაში უკვე ფართოდ გავრცელდა გამოჭედილი მონეტები, მარკო პოლომ ნახა და აღწერა კაურები. არაბი მოგზაური და მკვლევარი, რომელიც 1352 წელს აფრიკაში, კერძოდ, მის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში შემთხვევით მოხვდა, წააწყდა ფაქტს, როცა კაურები ადგილობრივმა მოსახლეობამ უპრობლემოდ „დაუხურდავა“ არაბულ დინარებზე.