როგორ ავიმაღლოთ სასიცოცხლო ტონუსი

როგორ ავიმაღლოთ სასიცოცხლო ტონუსი

ფიზიკურად აქტიური ადამიანები გაცილებით ნაკლებად ავადდებიან, ვიდრე ზარმაცები. ვარჯიში ააქტიურებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას. დღეში ნახევარი საათი ვარჯიშიც კი საკმარაისია ამისთვის.

რეგულარული ვარჯიში და სწორი კვება ამცირებს კიბოთი დაავადების რისკსაც. იმისთვის, რომ თქვენმა ორგანიზმმა დღის განმავლობაში საჭირო რაოდენობით ენერგია მიიღოს, აუცილებელია, მიირთვათ პური, ბრინჯი, მაკარონი, წიწიბურა, ბოსტნეული, ხილი, რძის ნაწარმი და, აგრეთვე, პროტეინების შემცველი პროდუქტები, მაგალითად, საქონლისა და ქათმის ხორცი, თხილი, თევზი.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ, რაც უნდა სრულფასოვნად და სწორად იკვებოთ, დანამატების სახით ვიტამინებისა და მინერალების მიღება მაინც აუცილებელია.

A, B, C, D, E და P ვიტამინები ადამიანის ორგანიზმს რკინითა და ფოსფორით უზრუნველყოფს, რაც ერთიორად ამაღლებს შრომისუნარიანობასა და სასიცოცხლო ტონუსს.