მამაკაცებს მოსწონთ ქალები იუმორის გრძნობით. თუმცა, ქალურსა და მამაკაცურ იუმორს შორის განსხვავებაა და ზოგჯერ ეს სხვაობა ძალიან შესამჩნევია. ამიტომ, თუკი, საყვარელ მეორე ნახევართან იუმორის გამო ხშირად კინკლაობთ – ანუ, გწყინთ მისი ხუმრობა, ხოლო იმას თქვენს იუმორზე არ ეღიმება, შეგიძლიათ, თავი იმით დაიმშვიდოთ, რომ გამონაკლისი არ ხართ.
მაგალითად, გთავაზობთ ორიგინალურ და ახალ ხუმრობებს, რომლებიც, წესით, მამაკაცმა უნდა გაიგოს და მოიწონოს. თუ ვერ გაიგებს, თქვენ მაინც იხალისებთ.
კაცი: შენ ჩემი ყველაზე ახლობელი და საყვარელი ქალი ხარ ამ პლანეტაზე.
ქალი: აჰა, ესე იგი, საყვარელი გყავს მთვარეზე?!
თუ კაცი ხედავს, რომ ცას ვარსკვლავი მოწყდა და სურვილის ჩაფიქრებას მაინც ვერ მოასწრებს, ურჩიეთ, გვერდზე მაინც გადახტეს, რომ თავში არ დაეცეს.
თუ ქალი ძალიან გაბრაზებულია, მობილურს ნუ გამორთავთ. აზრი არ აქვს, გამორთულზეც მოახერხებს დარეკვას.
ექიმი: რა არის თქვენი მთავარი პრობლემა?
ქალი: სასურველი რეალობა მგონია.
როცა მამაკაცი წვნიანს გაზქურაზე გასათბობად დგამს, თავად კი კომპიუტერთან ჯდება, ხელში კოვზი უნდა შეაჩეჩოთ, რომ არ დაავიწყდეს და არ დაწვას.