ქალებს უფრო ხშირად უყვარდებათ „ცუდი ბიჭები” და არაკეთილშობილი რაინდები. რატომ? იმიტომ, რომ თავგადასავლები იტაცებთ.
„ცუდი“ ბიჭები საკმაოდ კარგად გამოიყურებიან – ვიზუალურად, რა თქმა უნდა. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, თითქოს არ ზრუნავენ ჩაცმასა და სტილზე, მაგრამ, სინამდვილეში, პირიქით არის.
დაიმახსოვრეთ: „ცუდი ბიჭი“ მაქსიმალურად ცდილობს, ყველაფერი საკუთარ სიამოვნებას მოარგოს, ისე თითსაც არ გაანძრევს და არც კი დაგელაპარაკებათ. თუ ასეთი მამაკაცის გვერდით ოდნავ უპრინციპო ქალიშვილი აღმოჩნდება, ის მას უარს ვერაფერზე ეტყვის. თავს ნუ მოიტყუებთ, ის არ არის მაგარი ბიჭი; არ გამოგადგებათ არც მყარ დასაყრდენად და არც საიმედო ნავსაყუდელად; მით უმეტეს, ვერასოდეს გადაიქცევა იმ უფლისწულად, რომელიც გაგაბედნიერებთ.
ის, ვინც „არაფერი” არ იყო, „ყველაფერი” ვერასოდეს გახდება. მოთოკეთ ემოციები და სიმართლეს თვალებში შეხედეთ. „ცუდი ბიჭი” დედიკომაც ვერ გამოასწორა და თქვენ რას მოუხერხებთ? თუ მაინც დაიწყეთ ურთიერთობა „ცუდ ბიჭთან”, არ დაგავიწყდეთ, თავიდანვე აგრძნობინეთ, რომ ის მხოლოდ თქვენი კაბის შლეიფისთვის დამჭერად თუ გამოგადგებათ; რომ თქვენ პიროვნება ხართ, რომელსაც თავისი გზა აქვს; რომ თქვენი გაცნობით მას, უბრალოდ, გაუმართლა, თანაც ძალიან და, თუ თავისი ცხოვრების სტილს არ გადახედავს, აუცილებლად დაემშვიდობებით... სხვათა შორის, სიცუდე გადამდებია და ეს ნუ დაგავიწყდებათ...