კომბოსტოს სასარგებლო თვისებები

კომბოსტოს სასარგებლო თვისებები

კომბოსტოს „ბოსტნეულის დედოფალს” უწოდებენ. ის უაღრესად სასარგებლო პროდუქტია – შეიცავს ბუნებაში არსებულ პრაქტიკულად ყველა ვიტამინსა და მიკროელემენტს. გარდა ამისა, კომბოსტო უნიკალური ბუნებრივი წამალია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს, ჩიყვის, დიაბეტის სამკურნალოდ, ორგანიზმის წიდებისა და ტოქსინებისგან გასაწმენდად და სიბერის „შესაჩერებლად.” არეგულირებს მჟავატუტოვან ბალანსს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

კომბოსტო ის პროდუქტია, რომლიდანაც კერძების მთელი „სპექტრის” მომზადება შეიძლება, დაწყებული წვნიანით, დამთავრებული დესერტით. მისი ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება ისიცაა, რომ ძალიან დიდხანს ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.

კომბოსტოს უამრავი სახეობა არსებობს: ჩვეულებრივი თეთრი, მუქი შინდისფერი, ყვავილოვანი, ბროკოლი, ბრიუსელური, სავოიური, ლიტვური მწვანე, პეკინური (მოგრძო თავები), რომანესკა, პაკ-ჩოი და ზღვის კომბოსტო. მათ შორის განსხვავება არის, მაგრამ, საერთო თვისებები მეტია. რაც მთავარია, თითოეული მათგანი რამდენიმე დაავადების სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის გამოიყენება და აქტიურად წვავს ცხიმებს.

მართალია, კომბოსტოსგან ბევრნაირი კერძო მზადდება და ყველა სასარგებლოა, მაგრამ, უმჯობესია, თუ მას მიირთმევთ, უმი, დამწნილებული ან ოდნავ მოთუთქული სახით.