ღიმილის ძალა!

ღიმილის ძალა!

ღიმილს საოცარი ძალა აქვს. ის გაცილებით ეფექტური იარაღია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ღიმილით, პრაქტიკულად, ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუმცა, უნდა შეეცადო, რომ ის გულწრფელი იყოს, გულითადი და ჯანსაღი.

ღიმილს არანაირი კავშირი არ აქვს შავ იუმორთან და დაცინვასთან. მამაკაცებს ხშირად ჰგონიათ (არცთუ იშვიათად – ქალებსაც), რომ მათმა იუმორმა საპირისპირო სქესის წარმომადგენელი აუცილებლად უნდა აღაფრთოვანოს, არადა, ასე ნამდვილად არ არის. ღიმილის მომგვრელი და განწყობის ასამაღლებელი ნამდვილად არის კარგი მუსიკა. (მით უმეტეს, თუ ლაპარაკი არ გეხერხებათ), მხიარული ამბები თქვენი ბავშვობიდან, ასევე, კარგი ანეკდოტი. შეიძლება, საქმეში ბავშვური თამაშებიც ჩართოთ.

არაფერია სასაცილო, როცა ადამიანის გარეგნობაზე ან ჩაცმის სტილზე ლაპარაკობთ. ვერავის გააცინებთ და მოხიბლავთ წარსული სევდიანი ისტორიებით.

ნუ იქნებით მწარე ენის ცინიკოსი. ამით მხოლოდ თავს შეაძულებთ იმ ადამიანს, ვისთვისაც თავის მოწონებას ცდილობთ. თუ მასთან ურთიერთობა და სიახლოვე გინდათ, უბრალოდ, ხშირად გაუღიმეთ და უყურეთ ალერსიანი თვალებით – მიზნის მისაღწევად ესეც საკმარისი იქნება.