ზარმაცი და ცელქი... უნივერსიტეტის პედაგოგი

ზარმაცი და ცელქი... უნივერსიტეტის პედაგოგი

ცოტა ხნის წინ ამერიკის ქალაქ პიტსბურგის უნივერსიტეტის პედაგოგმა პოლიციაში დარეკა, რომ თითქოს სასწავლო შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ეს ნაბიჯი კი იმის გამო გადადგა, რომ საშინლად ეზარებოდა მეცადინეობის ჩატარება.

ნენსი ბრაუნი, როგორც თავად აღიარა, იტანჯება შფოთვის შეტევებით, დეპრესიითა და ნევროზით. მდგომარეობა კი მას შემდეგ გაუუარესდა, რაც უფულობის გამო აუცილებელი წამლების მიღება შეწყვიტა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეტევის დროს, მეცადინეობა რომ არ ჩაეტარებინა, საჭირო იყო მიზეზი. ასაფეთქებლის ვერსია კი იმ იმედით მოიგონა, რომ სამართალდამცავი ორანოები შენობის დაცლის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ და მეცადინეობა ჩაიშლებოდა. თუმცა, ევაკუაცია არ მოხდა. მაშინ ბრაუნმა თვითნებურად გადადო ლექციები იმ მოტივით, რომ საშიშროება არსებობდა.

„ცელქ“ პედაგოგს ეშმაკობას მიუხვდნენ. მართალია, არ დაუკავებიათ, მაგრამ, სასამართლოს წინაშე ის მაინც წარდგება.