მხოლოდ ფაქტები

მხოლოდ ფაქტები

დედამიწის მოსახლეობის ყოველი 10 ადამიანიდან 4 – ჩინეთის ან ინდოეთის მოქალაქეა.

ავსტრალიელი აბორიგენების ერთ-ერთ ტომში, მკვლელობისთვის მსჯავრდებულს სირაქლემა ემუს ძვალს უყრიან ფეხში.

პავლე პირველმა რუსეთში აკრძალა სიტყვები: „საზოგადოება“, „მოქალაქე“, „მამული“.

გასული საუკუნის დადგომამდე ალუმინს წელიწადში მხოლოდ კილოგრამებით მოიპოვებდნენ და მისი ფასი ოქროთი იზომებოდა. 1900 წელს, მსოფლიოში პირველად, 8 ათასი ტონა ალუმინი მოიპოვეს, რამაც ის 500-ჯერ გააიაფა.

დედოფალ ვიქტორიას ერთ-ერთი საქორწინო საჩუქრის დიამეტრი 3 მეტრს უდრიდა – ეს იყო ყველი, რომელიც ნახევარ ტონას იწონიდა.

„პოპ-კორნის“ ყველაზე დიდი ზომის კონტეინერის მოცულობა 200 კუბური მეტრია. მასში 16 ტონა სიმინდის მარცვალი ეტევა.

იაპონელელ ბიზნესმენებს ძალიან უყვართ პიტნა – ირწმუნებიან, რომ მისი სუნი მუშაობის სურვილს აღძრავს.

როგორც ვიცით, მასონთა საიდუმლო საზოგადოების სიმბოლო – ქვაა; აფრიკის საიდუმლო საზოგადოებებისა – ლეოპარდი და ნიანგი; ჩინეთის – რიცხვი 3.

ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე მილიონიანი ქალაქი სანკტ-პეტერბურგია.