2 300 წლის წინათაც კი, ეგვიპტეში იყვნენ სტომატოლოგები.
მეცნიერებმა გამოიკვლიეს 20-30 წლის ასაკის ქალების რამდენიმე მუმია. მათი სამარე საკმაოდ ძვირფასი და მდიდრული იყო.
ერთ-ერთს ზედა ყბაზე კბილის ნაცვლად ჩადგმული ჰქონდა რკინის „შტირი“ – ანუ, სპეციალური წკირი. როგორც ჩანს, მასზე იყო ჩამოცმული კბილის ეგრეთ წოდებული გვირგვინი, რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია.
არავინ იცის, შეიძლება, სწორედ ეს ხელოვნური კბილი გახდა ქალის სიკვდილის მიზეზი – თუკი ის სტერილიზაციის წესების დაცვით არ გაკეთდა, გამოიწვევდა სისხლის მოწამვლას. შეიძლება, ჩადგმული კბილი მხოლოდ დეკორატიულ ფუნქციას ასრულებდა.
სხვათა შორის, დეკორატიულ კბილებს მუმიებისთვის ეგვიპტეში ხუთი ათასი წლის წინათაც ამზადებდნენ.