მამაცი გლადიატორი - რასელ ქროუ

მამაცი გლადიატორი - რასელ ქროუ

1980-იან წლებში რასელ ქროუ მუსიკალური ჯგუფის – „რას ლე როქის” წევრი იყო, რომლის სახელწოდება მის სასცენო ფსევდონიმს იმეორებდა. მოგვიანებით რასელმა საკუთარი ჯგუფი ჩამოაყალიბა და „რომან ანტიქსი” უწოდა.  შემდგომში ეს ჯგუფი მთლიანი შემადგნელობით რასელ ქროუს ახალ ჯგუფში – „30 ოდ ფუტ ოფ გრანტსში” გაწევრიანდა. რასელი ჯგუფის ვოკალისტი და ლიდერი იყო 1991-2005 წლებში. ჯგუფის დაშლის შემდეგ რასელმა სოლო კარიერა წამოიწყო, რომელიც, მის სამსახიობო კარიერასთან შედარებით, მეტ-ნაკლებად წარმატებულია.

21 წლის ასაკში რასელ ქროუს სიდნეის დრამატული ხელოვნების ნაციონალურ ინსტიტუტში სწავლის დაწყება ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა, ამ იდეაზე მან უარი თქვა და მოგვიანებით აღიარა, რომ მას ურჩიეს, ტყუილად დრო არ დაეკარგა სწავლაში.

რასელ ქროუ სპირტიანი სასმელების მოყვარულია და, როდესაც მას ფილმში „ლოს-ანჯელესის საიდუმლოებანი,” აკრძალული ჰქონდა ალკოჰოლის მიღება თავისი ცხოვრების ამ პერიოდს ცუდად იხსენებს – მისი თქმით, საშინელება იყო ექვსი თვე ალკოჰოლის გარეშე.

რასელ ქროუსა და ჯეკი ჩანს ერთ დღეს აქვთ დაბადების დღე, უბრალოდ, ჯეკი ჩანი ზუსტად ათი წლით უფროსია რასელზე.

ჰოლივუდში რასელ ქროუს საუკეთესო მეგობრები არიან ნიკოლ კიდმანი და ჯოდი ფოსტერი.

როდესაც რასელი 10 წლის იყო, რაგბის თამაშის დროს წინა კბილი მოიტეხა და კბილის ჩასმა მხოლოდ 25 წლის ასაკში, რეჟისორის დაჟინებული თხოვნით მოახერხა ფილმ „გზაჯვარედინის” დაწყებამდე. რეჟისორის თქმით, რასელი უარს აცხადებდა სტომატოლოგის მომსახურების გადახდაზე  და ამიტომ მას მოუწია კბილის იმპლანტის საფასურის გადახდა

რასელ ქროუს ფეთქებადი ხასიათი აქვს, რის გამოც არაერთხელ მოხვედრილა სკანდალურ ქრონიკებში. 2002 წელს რასელმა სასტუმროს პორტიეს ტელეფონი ესროლა და, შედეგად, მას ექვსნიშნა ციფრის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწია.

რასელ ქროუმ 2010 წელს თავი დაანება სიგარეტის მოწევას (აღსანიშნავია, რომ ის 10 წლის ასაკიდან იყო აქტიური მწეველი). დევიდ ლეტერმანის შოუში მიწვეულმა მსახიობმა აღიარა, რომ 36 წლის განმავლობაში დღეში საშუალოდ 60 ღერ სიგარეტს ეწეოდა.