სიმართლე შოკოლადზე

სიმართლე შოკოლადზე

ჩვენ ყველას გვიყვარს ის – გემრიელი და ვნებიანი... ექსპერტები გვირჩევენ, დღეში პატარა ნატეხი მაინც მივირთვათ და ამით ვარგოთ ორგანიზმს... ანუ, ყოველდღე შოკოლადის მცირე ულუფა აუცილებელია.

შოკოლადი არ ასუქებს. 100-150 გრამი შოკოლადი გასუქების არანაირ საფრთხეს არ ქმნის. მით უმეტეს, მწარე შოკოლადი, რძის გარეშე.

შოკოლადი აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას. შოკოლადი შეიცავს ამინომჟავებს, რაც გამოიმუშავებს ბედნიერების ჰორმონს.

შოკოლადი არანაირ კავშირში არ არის ალერგიასთან. სუფთა შოკოლადი არ არის ალერგიის გამომწვევი. საფრთხის შემცველია დამატებითი ინგრედიენტები: თხილი, არომატიზატორები.

 შოკოლადი ააქტიურებს ტვინს. აჩქარებს აზროვნების პროცესს.

შოკოლადი არა თუ არ იწვევს კარიესს, არამედ ხელს უშლის მის წარმოქმნას.

თეთრი შოკოლადიც ნატურალურია და არა ხელოვნური პროდუქტი, როგორც ეს ზოგჯერ ჰგონიათ ხოლმე. მას ამზადებენ კაკაოს ცხიმის, შაქრისა და მშრალი რძისგან.