მკვლელი გვალვა

მკვლელი გვალვა

მდინარე ინდის ტერიტორიაზე 4-5 ათასი წლის წინ უძველესი ცივილიზაცია არსებობდა, რომელიც გვალვის შედეგად მთლიანად განადგურდა.

ამ დასკვნამდე კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრები მივიდნენ, რომლებმაც განადგურებული ქალაქების ნარჩენები შეისწავლეს. ასევე, აიღეს სინჯები ამომშრალი ტბის ფსკერიდან, თანამედროვე დელის სიახლოვეს.

ეს ჭეშმარიტად ეკოლოგიური კატასტროფა იყო. ძლიერი გვალვების მთელი ციკლი 200 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და პირისაგან მიწისა აღგავა განვითარებული მეგაპოლისი, მრავალრიცხოვანი მაცხოვრებლებით. კატასტროფის შედეგებთან ბრძოლა შეუძლებელი აღმოჩნდა. ეს ცივილიზაცია მიჩნეულია შუმერული ცივილიზაციის თანასწორად.

სულ დედამიწაზე სამი უძველესი ცივილიზაცია არსებობდა: შუმერული, მესოპოტამიის და ნილოსის დაბლობზე და ზემოხსენებული ხარაპის ცივილიზაცია მდინარე ინდის ტერიტორიაზე.