სტაფილო კიბოს დაავადების განვითარებას ებრძვის

სტაფილო კიბოს დაავადების განვითარებას ებრძვის

სტაფილო დიდი რაოდენობით შეიცავს კაროტინს, ეს კი ძალიან სასარგებლოა მხედველობისა და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.

სტაფილო უფრო მეტ სასარგებლო თვისებებს შეიძენს, თუ მას ზეთსა და არაჟანს მოასხამთ და ისე მიირთმევთ, რადგან კაროტინს ორგანიზმი მხოლოდ ცხიმთან ერთად ითვისებს.

კაროტინის გარდა, სტაფილოში ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა, მაგალითად, B ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც ხელს უწყობს ნერვული სისტემის, კანის, თმის გაჯანსაღებას; სტაფილო ასევე შეიცავს ჩ ვიტამინს, იოდს, კალიუმს, ფოსფორს, სპილენძს, მიკროელემენტებსაც და სხვა ნივთიერებებს. PP ვიტამინი საუკეთესო საშუალებაა უძილობისა და დეპრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად; E ვიტამინი აფერხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებასა და დაბერების პროცესს.

მცენარეული უჯრედების დიდი რაოდენობის წყალობით, სტაფილო ორგანიზმიდან აქტიურად გამოდევნის ტოქსინებსა და წიდებს, რითაც ორგანიზმს სიმხნევეს უნარჩუნებს, კანს კი სასიამოვნო ელფერს.

თუ გსურთ, ჯანმრთელი ღრძილები და კბილები გქონდეთ, ხშირად ჭამეთ სტაფილო. ის ასუფთავებს კბილის მინანქარს საკვები ნარჩენებისგან, ებრძვის კარიესისა და ღრძილების ანთების გამომწვევ მიკრობებს.

გაციებისა და ყელის ტკივილის დროს კარგია ახალგამოწურული სტაფილოს წვენის ყელში გამოვლება. სტაფილოს წვენი თაფლთან ერთად კარგია ხველების დროს, რძესთან ერთად კი, ბრონქული ასთმის შეტევებს ასუსტებს. უმი სტაფილო ძალიან სასარგებლოა თირკმელების, ღვიძლის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.

გახეხილი სტაფილოს ფაფას დამწვრობისა და იარების სამკურნალოდ უძველესი დროიდან გამოიყენებდნენ, გაუხეშებულ კანზე კი კვერცხის გულთან გაზავებული წაისვით.

ასევე, სტაფილო ებრძვის კიბოს განვითარებას. ამიტომ, ის, ვინც სტაფილოს რეგულარულად მიირთმევს, ზედმეტ საშიშროებებს აირიდებს თავიდან.