იცნობდეთ - ჯეკ ნიკოლსონი

იცნობდეთ - ჯეკ ნიკოლსონი

ჯეკ ნიკოლსონის წინაპრები ჰოლანდიელები, ირლანდიელები და იტალიელები იყვნენ.

სკოლის დამამთავრებელ ბანკეტზე ჯეკ ნიკოლსონი თანაკლასელებმა „კლასის კლოუნად“ დაასახელეს.

ჯეკი პირადად იცნობს კუბელ რევოლუციონერ ფიდელ კასტროს, რომელსაც თანამედროვე მსოფლიოს გენიოსად მიიჩნევს. ნიკოლსონი 1998 წელს იყო კუბაში და კასტრომ მას პირადად ჩაუტარა ექსკურსია ჰავანაში, რომლის დროსაც ჯეკი სიგარების ცნობილ ქარხანას ესტუმრა.

როგორც ჩანს, ჯეკ ნიკოლსონის მექალთანეობა წარსულს ჩაბარდა, რადგან, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მსახიობმა აღიარა, რომ ვიაგრას მოიხმარს და უჭირს მთელი ღამის ერთ ქალთან გატარებაც კი, მაშინ როცა ახალგაზრდობაში ერთ ღამეში რამდენიმე სექსუალურ პარტნიორს იცვლიდა.

ნიკოლსონი მეოცე საუკუნის ფერწერის დიდი მოყვარულია და საკუთარ არტ-კოლექციას ფლობს, მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პაბლო პიკასოს რამდენიმე ტილოს.

ჯეკ ნიკოლსონი ბევერლი-ჰილზში ეგრეთ წოდებულ „ცუდი ბიჭების“ ქუჩაზე ცხოვრობს, კერძოდ, მალჰოლანდ დრაივზე, კალიფორნიაში. ეს სახელი ქუჩას მას შემდეგ ეწოდა, რაც აქ დასახლდნენ მარლონ ბრანდო და უორენ ბიტი – ნიკოლსონის ახლო მეგობრები.

დენი დე ვიტო ჯეკ ნიკოლსონის ბავშვობის მეგობარია, მათი ნათესავები საერთო საპარიკმახეროს ფლობდნენ.

2004 წელს ჯეკ ნიკოლსონი სკოლის დამთავრების 50-ე წლისადმი მიძღვნილ ბანკეტზე მივიდა, რითაც შოკში ჩაყარა თავისი თანაკლასელები.

თავის საყვარელ ფილმებად ჯეკ ნიკოლსონი მიიჩნევს ფილმებს: „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” და „ბეტმენი”.

ჯეკ ნიკოლსონი ბობ დილანისა და ლუი არმსტრონგის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელია.

ჯეკ ნიკოლსონი ახლომხედველია და მის საფირმო მზის სათვალეებში სპეციალური ოპტიკური ლინზებია ჩადგმული.

ჯეკ ნიკოლსონს არ აქვს მობილური ტელეფონი.

ჯეკ ნიკოლსონის თქმით, თავისი ცხოვრების განმავლობაში, მას 3 ათას ქალთან ჰქონდა  სექსუალური კავშირი.