რომ არ გასუქდეთ, ჭამეთ ხშირად და მცირე ულუფებით

რომ არ გასუქდეთ, ჭამეთ ხშირად და მცირე ულუფებით

ხშირად, სწორად დაცულ დიეტასაც კი არ აქვს სასურველი შედეგი. ძალიან რთულია, მოამზადო ორგანიზმი მუშაობის ახალი რეჟიმისთვის.

თუ თავს იკავებთ საკვების მიღებისგან მხოლოდ რამდენიმე დღით, ამით ორგანიზმს აიძულებთ, შეგეწინააღმდეგოთ, რაც იმაში გამოიხატება, რომ, საკვების მიღების დაწყებისთანავე, ორგანიზმი მაშინვე იწყებს მარაგის დაგროვებას, თითქოს ემზადება არასასურველი პერიოდისთვის, ეს კი ხელს უწყობს წონაში ისევ სწრაფად მატებას. უნდა გახსოვდეთ, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ბალანსირებული, სწორი კვებით.

ასევე, შინაგანი მზადყოფნითა და მონდომებით. მხოლოდ რამდენიმეთვიანი ან რამდენიმეწლიანი მონდომება მიგიყვანთ სასურველ შედეგებამდე და არა სწრაფი დიეტა, რომელსაც, შესაძლოა, ბევრი დაავადების გამწვავება მოჰყვეს შედეგად.

სწორი კვება ჯამრთელად გახდომის აუცილებელი პირობაა. ბევრი ჩვენგანი დღის განმავლობაში რამდენიმე საათი შეუსვენებლად მუშაობს და, შესვენების დროს ან სახლში დაბრუნებული, სწრაფად ჭამს დიდი რაოდენობით საკვებს, რათა ახალი ენერგიით აავსოს ორგანიზმი, მაგრამ, ენერგიის ნაცვლად, ასეთ სწრაფ ჭამას კუჭის ტკივილი და სისუსტე მოჰყვება. ეცადეთ, სამსახურში წაიღოთ მსუბუქი საკვები, მაგალითად, ხილი, იოგურტი, ბოსტნეულის ბუტერბროდი და ასე შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ ხშირად და მცირე ულუფებით საკვების მიღება ჯანმრთელობის აუცილებელი პირობაა.