ამერიკელი ასტრონავტები ასტეროიდზე დასაჯდომად ემზადებიან

ამერიკელი ასტრონავტები ასტეროიდზე დასაჯდომად ემზადებიან

„ნასას“ ცნობით, ამერიკელი ასტრონავტები ასტეროიდზე დაჯდომისთვის მზადებას შეუდგნენ.

ასტრონავტების ჯგუფი, რომლებსაც კოსმოსის თითო-თითო დამპყრობი კანადიდან და იაპონიიდანაც შეუერთდა, მიმდინარე წლის 17 ოქტომბრიდან ცამეტ დღეს წყალქვეშა ლაბორატორიის ბორტზე გაატარებს. ლაბორატორია ფლორიდის ნაპირებიდან 5 კილომეტრითაა დაშორებული და 19 მეტრ სიღრმეზეა განლაგებული.

მთვარისა და მარსისგან განსხვავებით, ასტეროიდზე პრაქტიკულად არ არის გრავიტაცია, ამიტომ, იმისათვის, რომ მათ „ფეხი მოიკიდონ“ ასტეროიდის ზედაპირზე, აუცილებლად დასჭირდებათ რაიმე ღუზის მაგვარი სისტემის გამოყენება.

წყალქვეშა ექსპედიციის მონაწილეები დაამუშავებენ კოსმოსური მისიის სამ ასპექტს: როგორ მოიკიდონ ფეხი ასტეროიდის ზედაპირზე, როგორ გადაადგილდნენ მასზე და როგორ შეაგროვონ ნიმუშები.

წყალქვეშა ლაბორატორია კოსმონავტებს საუკეთესო საშუალებას მისცემს, დაამუშაონ ასტეროიდზე გადასვლის საუკეთესო და ოპტიმალური ვარიანტები.