ხშირად ჭამეთ რძიანი ფაფები

ხშირად ჭამეთ რძიანი ფაფები

მარცვლეული რძესთან ერთად არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, რომელიც ადამიანის წონაზეა პასუხისმგებელი.

ბურღულის ფაფებს ჩვენი ორგანიზმი ნელა გადაამუშავებს და შესაბამისად, ნელა ითვისებს. ეს იმის გარანტიაა, რომ შიმშილის გრძნობა დიდხანს არ შეგაწუხებთ. ვისაც ფაფეული უყვარს, დღის განმავლობაში ნაკლებ ცხიმს იღებს და წონაშიც არ იმატებს.

ფაფები საკმარისი რაოდენობით შეიცავს ლორწოვან ნახარშს, რომელიც კუჭის გარსს ეკვრის და მას გასტრიტისა და წყლულისგან იცავს. ფაფა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ნორმალურად სადილობისთვის დრო არ რჩება.

შვრიის, ქერის, მანანის, ხორბლისა და წიწიბურას ბურღულეული მდიდარია უჯრედისებით, რაც არეგულირებს საჭმლის მონელებას, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას და სისხლძარღვების მდგომარეობას. ეს კი, გულის ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია.

ვინც ყოველ დილით ჭამს ფაფებს, გარდა იმისა, რომ ფორმაშია, არ აწუხებს დეპრესია და იშვიათად ღიზიანდება.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ ბურღულეულის ფაფები საჭირო რაოდენობით შეიცავს: რკინას, თუთიას, სპილენძს, ცილებს, B და PP ვიტამინებს, რაც ნორმალური ფიზიკური არსებობისთვის განსაკუთრებულად აუცილებელი და საჭიროა.