მსოფლიოში ყველაზე პატარა ტაქსა კალიფორნიაში დაიბადა

მსოფლიოში ყველაზე პატარა ტაქსა კალიფორნიაში დაიბადა

კალიფორნიის შტატში დაიბადა ლეკვი, რომელიც პრეტენდენტია, დაფიქსირდეს, როგორც მსოფლიოში ყველაზე პატარა ძაღლი.

დაბადებისას ლეკვი, რომელსაც, პოპულარული ამერიკელი მომღერლის პატივსაცემად, ბიონსე დაარქვეს, სულ რაღაც 28 გრამს იწონიდა და ჩაის კოვზში ეტეოდა. მას გული არ უცემდა, მაგრამ, ვეტერინარებმა სასწაულებრივად გადაარჩინეს.

ორი კვირის შემდეგ „ბიონსე” უკვე საკრედიტო ბარათზე თავსდებოდა და 124 გრამს იწონიდა.

ექსპერტების აზრით, მას შეუძლია, ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყაროს და პლანეტის ყველაზე პატარა ძაღლის სახელი დაიმკვიდროს.

ოფიციალურად რეკორდსმენის ტიტული მას ჯერ არ მიუღია, მაგრამ, ცხოველთა დაცვის საზოგადოებამ უკვე გაგზავნა შესაბამისი თხოვნა გინესის რეკორდების წიგნის რედაქციაში.