სწავლულებმა დინოზავრების დაღუპვის ადრინდელი ვერსია უარყვეს

სწავლულებმა დინოზავრების დაღუპვის ადრინდელი ვერსია უარყვეს

სწავლულები შეეცადნენ, პასუხი გაეცათ კითხვაზე – რა მოხდება, თუ დედამიწაზე ჩამოვარდება მსხვილი მეტეორიტი. ამისთვის სპეციალისტებმა პრინსტონისა და მიუნჰენის უნივერსიტეტებიდან გააკეთეს სეისმური ტალღების მოდელირება, რომელსაც დედამიწაზე ციური სხეულის დარტყმა გამოიწვევს.

ამავე დროს მათ გაითვალისწინეს დედამიწის ფორმა, მისი ზედაპირის რელიეფი და ოკეანეების სიღრმე. აქამდე შექმნილ მოდელებში ეს განსაკუთრებულია და შესაბამისად, მათი გავლენა ტალღების მოძრაობაზე, არ იყო გათვალისწინებული. ლაპარაკია სტატიაზე, რომელიც გეოგრაფიული საზოგადოების ჟურნალში გამოქვეყნდა.

გამოიყენეს რა გაუმჯობესებული მოდელი, მკვლევრებმა გეოლოგიის პროფესორის, ჯეროენ ტრომპის ხელმძღვანელობით, შექმნეს მეტეორიტის დარტყმის მოდელი, რომელმაც გამოიწვია კრატერ ჩუკსულუბის (დიამეტრი – 180 კილომეტრი) წარმოქმნა. იგი მდებარეობს მექსიკაში, ნახევარკუნძულ იუკატანზე. ეს დარტყმა ორმილიონჯერ უფრო მძლავრი იყო, ვიდრე წყალბადის ბომბისა 65 მილიონი წლის წინათ.

ამგვარად, მეტეორიტის დარტყმა, რომელმაც კრატერი ჩიკსულუბი წარმოქმნა, სწავლულთა აზრით, იყო საკმარისად მძლავრი იმისთვის, მასიური ამოფრქვევები გამოეწვია, დედამიწის მოპირდაპირე მხარეს – თანამედროვე ინდოეთის ტერიტორიაზე, პლატო დეკანის რაიონში. „ჩვენი გათვლებით, სეისმური ტალღები დედამიწის ზედაპირზე განაწილდა რელიეფის განსაკუთრებულობის გამო და ანტიპოდალური ფოკუსის წერტილში ენერგია იყო შესამჩნევად დაბალი,” – განაცხადა სამუშაოების წამყვანმა ავტორმა მიუნჰენის უნივერსიტეტიდან, მატიას მეშედემ.

შედეგად, დინოზავრების დაღუპვის ჰიპოთეზა დედამიწაზე მსხვილი ციური სხეულის ჩამოვარდნის გამო, რომელმაც, თითქოს უკვე მიიღო ამომწურავი მტკიცებულებები, ხელახლა აღმოჩნდა კითხვის ნიშნის ქვეშ.