სამეფო ქორწილები

სამეფო ქორწილები

მონარქების ქორწინების დღე ყოველთვის უქმეა მათი ქვეშევრდომებისთვის.

სტუმრები: უფლისწულ უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილში 1 900 სტუმარი იყო მიწვეული, თავადი ალბერტის დაქორწინებას კი 6 000 მონაკოელი ესწრებოდა, მიწვეულ ოფიციალურ სტუმრებთან ერთად.

ელიზაბეთ მეორე პირველი ინგლისელი მონარქია, რომელმაც ბრილიანტის ქორწილი გადაიხადა – 60 წელია ის პრინც ფილიპთან ერთად ცხოვრობს.

საქორწინო ფიცის ტექსტიდან, ქეით მიდლტონის მოთხოვნით, საერთოდ ამოიღეს სიტყვა „ცოლი“. ის გარდაცვლილი დედამთილივით მოიქცა და არაფრით არ თქვა, რომ ცოლი ყველაფერში ქმარს უნდა ემორჩილებოდეს. ეს არც ლედი დის უთქვამს.

ლონდონის ქუჩებში 750 000 მაყურებელი იყო გამოსული. მათ პირადად უნდოდათ, მიელოცათ ბრიტანელი პრინცისთვის. პაწაწინა მონაკომ ძლივს დაიტია 100 000 ტურისტი მთელი ევროპიდან.

უილიამისა და ქეითის ქორწინების გამო, ბრიტანეთის სამეფო სახლმა საუკუნეობრივი ტრადიცია დაარღვია: ვინაიდან ახალდაქორწინებული წყვილის სახელების ინიციალები – ჭჩ – ინგლისურად „ტუალეტს“ ნიშნავს, მათ ადგილები შეუნაცვლეს და სუვენირები და ემბლემები ჩჭ ინიციალებით დაამშვენეს.

შროშანი – ბედნიერებისა და წმიდა სიყვარულის სიმბოლოა. ეს ყვავილი ყოველთვის ხვდება პრინცესების თაიგულებში: ისინი იყო როგორც გრეის კელის, ქეით მიდლტონის თაიგულშიც.

მუსიკა, რომელიც ქეითისა და პრინც უილიამის ქორწილში ჟღერდა, გამოიცა, როგორც საუნდთრეკი. ეს პირველი შემთხვევაა სამეფო ქორწინების ისტორიაში.

ვალდებულებები: მონაკოს პირველი ლედის ტიტული შერლონ უიტსტოკს აიძულებს, დროის დიდი ნაწილი ქველმოქმედებას მოახმაროს. ქეით მიდლტონს უფლება აღარ აქვს, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, იმუშაოს, ითამაშოს „მონოპოლია“ და ჭამოს მოლუსკები.

ქეით მიდლტონის საქორწინო კაბა დახურული გულით, ინგლისური ტრადიციების პატივისცემა იყო. ხელით ნაქსოვი მაქმანები საფრანგეთში შეუკვეთეს. მკერავები ყოველ 30 წუთში იბანდნენ ხელებს, შემთხვევით რომ არ დაესვარათ. მაქმანებზე გამოსახული იყო ინგლისის ემბლემები: ვარდი, ნარცისი და სამფურცელა.

სამეფო ქორწინება ვესტმინსტერის სააბატოში პირველად 911 წლის წინ ჩატარდა, როცა ჰენრიჰ პირველმა ცოლად შვედეთის პრინცესა მატილდა შეირთო. 2011 წლის 29 აპრილს, ანუ იმავე დღეს, პრინცი უილიამი დაქორწინდა.

პირველი მფლობელი იმ დიდებული ტიარისა, რომელიც აგვირგვინებდა პრინცესა ვიქტორია შვედის საქორწინო სამოსს 2010 წლის ივნისში იყო ნაპოლეონ ბონაპარტეს მეუღლე ჟოზეფინა. ეს უკვე საგვარეულო განძია.

აბა, რა ქორწილია ფოიერვერკის გარეშე! მონაკოს პრინცის გრანდიოზული საქორწინო შოუ ჟან მიშელ ჟარის ავტორობით, ორ საათს გაგრძელდა.

ყველაზე სასურველი სუვენირი ბრიტანეთის სამეფო ქორწილის შემდეგ, აღმოჩნდა ჩაის ერთჯერადი პაკეტები, პრინცი უილიამისა და ქეითის გამოსახულებით.

ბრიტანეთის პრინცები და სამეფო ოჯახის წევრები ვალდებულნი არიან, იცოდნენ იალქნიანი ტრანსპორტის მართვა. თაფლობის თვის ერთი კვირა უილიამმა და მისმა მეუღლემ თეთრ, მდიდრულ იახტაზე გაატარეს. სამეფო წყვილის გასეირნება 1 მილიონი დოლარი დაჯდა.