გუშინ აშშ-ში დაითვალეს ადგილობრივ კინოთეატრებში ბოლო შაბათ-კვირას შემოსული თანხების რაოდენობა. აღმოჩნდა რომ ახალმა ანიმაციურმა სურათმა “რიომ”, რომლის სრულიად ამერიკული კინოპრემიერა ამ უიკ-ენდზე შესდგა, კინოგაქირავებაში 40 მილიონი დოლარი დააგროვა. ეს მაჩვენებელი სარეკორდო აღმოჩნდა 2011 წელს გამოსულ სურათებს შორის.
ანიმაციური ფილმი “რიო” მოგვითხრობს ერთი უბრალო თუთიყუშის მოგზაურობას აშშ-დან ბრაზილიაში. ის გადაიღეს კინოსტუდია Blue Sky”-ში, რომელმაც თავის დროზე კინოგაქირავებაში გამოუშვა პოპულარული ანიმაციური სერიალი “გამყინვარების პერიოდი”. ამ ახალ სურათში მთავარ გმირებს ახმოვანებენ ცნობილი ამერიკელი მსახიობები ჯესი აიზენბერგი და ენ ჰეტევეი.
უკანასკნელი შაბათ-კვირის ყველაზე შემოსავლიანი სურათების სიაში მეორე ადგილზე გავიდა საშინელებათა ფილმი “ყვირილი – 4”, რომლის პრემიერაც წინა კვირაში შესდგა. რეჟისორ უეს კრეიკენის ამ სურათმა, რომლის მთავარ როლშიც მსახიობი ნივ კემპბელია დაკავებული 19,3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. საინტერესოა, რომ ამ სერიალის წინა ორი სურათი უფრო “ფეხბედნირი” აღმოჩნდა, რადგან თავის დროზე პრემიერიდან სულ რამდენიმე დღეში თითოეულმა 30 მილიონი დოლარი დააგროვა.
ამ თავისებური რეიტინგის მესამე საფეხურზე კიდევ ერთი ანიმაციური სურათი, “კურდღლების ამბოხი” გავიდა. ბოლო უიკ-ენდზე მან თავის შემქმნელებს 11,2 მილიონი დოლარი მოგება მოუტანა, სულ კი პრემიერიდან სამი კვირის განმავლობაში 82,6 მილიონი დოლარი დააგროვა.