მომავალში ოკეანეებში მხოლოდ მედუზები დარჩებიან

მომავალში ოკეანეებში მხოლოდ მედუზები დარჩებიან

თუ ბოლო დროს დედამიწაზე მომხდარ კატაკლიზმებს გავითვალისწინებთ, ყველაფერი აქეთკენ მიდის: კიდევ 50 წელი და, ბიოლოგების მტკიცებით, ოკეანეებში მხოლოდ მედუზები დარჩებიან.

აი, ფაქტები: კალიფორნიიდან ავსტრალიამდე, მთელი სანაპირო ზოლი, მედუზებით გაივსო. იაპონიის წყლებში მედუზების რაოდენობა 2002 წლიდან საოცარი სისწრაფით მატულობს და მათგან მიყენებულმა საერთო ზარალმა უკვე შეადგინა 110 მილიონი დოლარი. მედუზები მასიურად წამლავენ თევზებს.

მედუზა „პელაგია“ მეთევზეთა ბადეების გაჭრასაც კი ახერხებს. 2012 წელს ესპანეთის სანაპიროზე მედუზების შემოსევისა და აგრესიისგან 14 ათასი ადამიანი დაზარალდა.

2013 წელს საფრანგეთის პლაჟებზე 11 ტონა მედუზა გამოირიყა... ერთი სიტყვით, მარტო მიწისძვრების კი არა, მედუზებისაც უნდა გვეშინოდეს...