დიოს ხსოვნისათვის

დიოს ხსოვნისათვის

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული მომღერალი რონი ჯეიმს დიოს კოლეგა-მუსიკოსები მისი ხსოვნის საპატივცემულოდ მსოფლიო ტურნეს მოწყობას გეგმავენ.

ამ ახლადჩამოყალიბებული ჯგუფის შემადგენლობაში შევიდნენ ის მუსიკოსები რომლებიც სხვადასხვა დროს დიოსთან თანამშრომლობდნენ. ჯგუფის სავარაუდო სახელწოდებაა “Dio Discipless”. მისი წევრები არიან: მედოლე საიმონ რაიტი ( დიოსთან ერთად ოთხი ალბომი აქვს ჩაწერილი )

გიტარისტი კრეიგ გოლდი, “Heaven  & Hell”-is კლავიშებზე შემსრულებელი სკოტ უორენი, “Heaven  & Hell”-is “Megadeth”-isa da “White Lion”-is “ბასისტი ჯეიმს ლომენცო, ვოკალისტი ტიმ “ღიპპერ” ოუენსი ( გამოდიოდა “Judas Priest”, “Iced Earth” და ინგვი მალმსტინთან ერთად ) და ჯგუფი “Little Angels”-is ლიდერი ტომი ჯეპსონი.

ჯგუფი “Dio Disciples”-i მსოფლიო ტურნეს მიმდინარე წლის ზაფხულში გამართავს. ის კონცერტებს ჩაატარებს ფინეთში, დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, ბელგიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში და რუსეთში.

ზემოთ მოყვანილი პროექტის გარდა, დიოს მეგობრებს კიდევ ერთი იდეის განხორციელება სურთ. Mმიმდინარე წლის მეორე ნახევარში ჯგუფი “Foo Fighters”-is  ლიდერი დეივ გროლი “Judas Priest”-is, ვოკალისტი რობ ჰელფორდი და უბერებელი ელის კუპერი დიოს ხსოვნის საპატივცემულოდ ახალ ალბომს ჩაწერენ.

ამ პროექტის იდეა რონი ჯეიმს დიოს ქვრივს, ვენდი გალაქსიოლას ეკუთვნის.

დეივ გროლი ჩაწერს ჯგუფი“Black Sabbath”-is კომპოზიცია “Mob Rules”-is საკუთარ ვერსიას. რობ ჰელფორდი შეასრულებს ჯგუფი“Rainbow”-is ukvdav “Long Live Rock’ n’ Roll”-s.  რაც შეეხება ელის კუპერს, მის მიერ არჩეული კომპოზიციის შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაციები არ ვრცელდება.

ზემოთ დასახელებული მუსიკოსების გარდა ამ პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფი“Motorhead”-is ლიდერი ლემი კილმესტერი, ჯგუფი “Skid”-is eqs-solisti sebastian baxi, “Deep Purple_is“ ყოფილი წევრი, ბას-გიტარისტი და ვოკალისტი გლენ ჰიუზი და ჯგუფი“FozzY”-is წევრი კრის ჟერიკო.

რონი ჯეიმს დიო, რომელმაც სახელი გაითქვა როგორც ვოკალიტმა, სიცოცხლის განმავლობაში შემდეგ ჯგუფებში გამოდიოდა: “Rainbow”, “Black Sabbath” da “Heaven & Hell”. მუსიკალური მოღვაწეობის უკანასკნელ წლებში მონაწილეობდა საკუთარ პროექტებში Elf da Dio. გარდაიცვალა 2010 წლის მაისში, 67 წლის ასაკში.