„ხალხი ყოველთვის მართალია“

„ხალხი ყოველთვის მართალია“

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ წევრი, დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქალაქის მთავრობის მუშაობა რადიკალურ ცვლილებებს საჭიროებს. for.ge-სთან საუბრისას ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მზადდება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უფრო ეფექტურს გახდის ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობას თბილისში.

რატომ უწუნებს ნარმანიას ლექსიკას და რა საკანონმდებლო ცვლილებას ამზადებს საკრებულო? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge. დავით ზურაბიშვილს ესაუბრა.

ერთ-ერთი საკითხი, რატომაც ქალაქის მთავრობას აკრიტიკებენ გახლავთ ის, რომ პრობლემის ოპერატიულად მოგვარების შესაძლებლობა არ აქვთ. თქვენ იზიარებთ ოპონენტების ამ ბრალადებას?

- ნომერ პირველი პრობლემა არის ოპერატიულად მოქმედება. ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ ისწვალა, რომ არაა აუცილებელი სულ გაქონ და გადიდონ. ხელისუფლების შეფასება გამოჩნდება არჩევნებზე. ბუნებრივია, რომ თბილისის მერიის და თვითმმართველობის ორგანოების მუშაობა ძალიან დიდი ინტერესის და კრიტიკის საგანია, ასეც უნდა იყოს.

ვფიქრობ, რომ ერთი მხრივ, არის კომუნიკაციის პრობლემა. დროულად ვერ ხდება მოსახლეობის ინფორმირემა და საქმის კურსში ჩაყენება, ანუ დარღვეულია კომუნიკაცია. არავინ არ იცის როდის რა კეთდება. მეორე მრხივ არის რეალური პრობლემებიც, რის გამოც მუშაობა არის შეფერხებული. არ დავიწყებ დაკონკრეტებას, ვის ბრალია და ა.შ. მაგრამ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გამოსწორდეს ეს პრობლემა. მზადდება საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომელიც უფრო ეფექტურს გახდის ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობას თბილისში.

კერძოდ, რა ცვლილებებზეა საუბარი?

- შემიძლია გითხრათ, რომ მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, იქმნება კოალიციის პოლიტსაბჭოს ანალოგი. იქნება მუდმივი კონსულტაციები. საკრებულო, მერია და პოლიტიკური ძალები შევეცდებით ერთად დავდოთ რეალური შედეგი და რეალურად გამოვასწოროთ ვითარება. პრობლემები არის საკანონმდებლო დონეზე, რომელიც ხელს უშლის ქალაქის მთავრობის და ქალაქის სამსახურების ოპერატიულ მუშაობას.

ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ არ ვარ საქმის კურსში, ამიტომ არ ვიცი არ ვუთხრა ხალხს, ცალკე ვარკვევ ამ საკითხებს. ამიტომ, ყველანი, ყველაფრის საქმის კურსში რომ ვიყოთ, ერთიანად ვეცადოთ რაღაცეების გამოსწორებას და დალაგებას, რომ უფრო ეფქტური და ოპერატიული გავხადოთ ქალაქის სამსახურების მუშაობა და ამისთვის იქნება ახალი სტრუქტურა მოწადინებული. ცხადია, რომ აქ ყველაფერზე ვერ ვილაპარაკებთ. თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი მერიის და ქალაქის მთავრობის გასაკეთებელია.

თქვენ აღნიშნეთ, რომ შესაცვლელია მთავრობის საქმიანობის საქმიანობა, რას გულისხმობთ?

- რა თქმა უნდა, მთავრობის საქმიანობა რადიკალურად არის შესაცვლელი, გასაზრდელია ოპერატიულობა. პოლიტიკური განცხადება და პოლიტიკაა ყველაფერი, ქალაქში კანალიზაციის გაკეთება და ასფალტის დაგებაც პოლიტიკაა. ხალხს არ აინტერესებს ქალაქის მერი რამდენს მუშაობს და ვის ელაპარაკება. ხალხს აინტერესებს სწრაფად შედეგი. მაგალითად, ორმო რომ გაჩნდა მის სახლთან, მას უნდა, რომ ეს ორმო მეორე დღესვე ამოავსო. შეძლებისდაგვარ უნდა ვეცადოთ, რომ ეს დავაკმაყოფილოთ. მოსახლეობას უნდა შევთავაზოთ ეფექტური მექანიზმი, რომ სწრაფად გადავუჭრათ პრობლემები.

ბუნებრივია, არის საკითხები, რომელიც სწრაფად ვერ გადაიჭრება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში უნდა ავუხსნათ, როდის მოგვარდება ეს პრობლემა. მერწმუნეთ, რომ ასეთ შემთხვევაში, სრულიად სხვა დამოკიდებულება იქნება. პოლიტიკაში არის ასეთი ოქროს წესი - ხალხი ყოველთვის მართალია. თუ შენს მიმართ კრიტიკა იზრდება, ხალხზე კი არ უნდა გაბრაზდე რატომ მაკრიტიკებენო, პირიქით, უნდა მიხვდე, რომ რაღაცას ვერ აკეთებ ისე, რომ ხალხი იყოს კმაყოფილი. ამიტომ, შენს საქმიანობას უნდა გადახედო და მოახდინო შესაბამისი რეაგირება.

დავით ნარმანია ითხოვს 5 მრჩევლის დანიშვნას და ამბობს, რომ არავის საქმე არ არის რამდენი მრჩეველი ეყოლება მას. რამდენად სწორი იყო მერი თავის შეფასებაში?

- ჩემი პოზიცია გამოიხტა კენჭისყრაში, როდესაც მხარი არ დავუჭირე მრჩევლების დანიშვნის ინიციატივას. ვერ მივიღეთ დამაჯერებელი პასუხი, რაში სჭირდება მას ამდენი მრჩეველი, რა არის ისეთი, რაც ვერ კეთდება ამ მრჩევლების გარეშე და არ იქნება მაშინ თუ მრჩევლები ეყოლება. ამაზე ჩვენ პასუხი ვერ მივიღეთ და ბუნებრივია, რომ მხარიც არ დავუჭირეთ. ნებისმიერი მოქალაქის საქმე არის რამდენი მრჩეველი ეყოლება მერს, რადგან ლაპარაკია ბიუჯეტის ფულზე. შესაბამისად, ასეთი განცხადება მერის მხრიდან არ უნდა კეთდებოდეს.

მერს უმოქმედობაში ადანაშაულებს ოპოზიციაც და ქალაქის მთავრობის ცვლილებას ითხოვენ. საკრებულოს უმრავლესობის წევრები განმარტავენ, რომ მეორე კვარტალის შეფასების შემდეგ გამოჩნდება რამდენად საჭიროებს მთავრობა ცვლილებებს. მთავრობაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობთ თქვენც, შესაბამისად, გამოსავალი არის საკადრო ცვლილებები?

- პერსონალური საკითხის მიმართ ნაკლებად მაქვს ინტერესი. მთავარია, ვნახოთ როგორ მუშაობს სტრუქტურა და სამსახურები. ჯერჯერობით, პერსინალურ პრობლემას ყველაზე ნაკლებად ვხედავ. უფრო სხვა ტიპის პრობლემებია რომელზეც ვისაუბრეთ, ეს არის - პროცედურული და საკანონმდებლო საკითხები, ძალიან ხშირად მუხრუჭდება გადაწყვეტილების მიღება. თუ ჩავთვალეთ, რომ ვიღაცა პერსონალურად ხელს უშლის ქალაქის მთავრობის და მერიის მუშაობას, მორიდებით, არ მოვერიდებით, მაგაზეც ვილაპარაკებთ.