ყველაზე პატარა ვიდეოკამერა

ყველაზე პატარა ვიდეოკამერა

სიახლე გერმანიაში ფრანგჰოფერის ინსტიტუტის ინჟინრებმა შექმნეს.

თვით კამერა, რომლის ყუთი ზომებით 1,2ხ1ხ1 მილიმეტრია, მიმაგრებულია ბრტყელი კაბელის ბოლოზე, 1,5 მილიმეტრი... წრიულ „მოედანზე“. სენსორის სრული სიმაღლე ლინზასთან ერთად და კაბელით, 1,5 მილიმეტრის ტოლია, კაბელის სისქე კი 65 მიკრომეტრს შეადგენს, სიგანე კი – 0,7 მილიმეტრს და ძალზე მოქნილია.

აპარატს მაღალი გარჩევითობა აქვს – 250ხ250 წერტილი და იღებს ვიდეოს, წამში 44 კადრის სიხშირით.

ამ კამერის კაბელის სტანდარტული სიგრძე დაახლოებით 60 სანტიმეტრია, მაგრამ მისი დაგრძელებაც შეიძლება. აპარატის შესაძლებლობები საკმარისია სიგნალის 2,5 მეტრ მანძილზე გადასაცემად. კაბელი უერთდება კომპიუტერს სურათის მონიტორზე გასაყვანად.

ავტორები მიკროსკოპული კამერის გასაყიდად გამოშვებას მომავალი წლისთვის ვარაუდობენ, მიკროენდოსკოპი კი ერთჯერადი გამოყენების იქნება და მხოლოდ რამდენიმე ევრო ეღირება.