სილამაზის კონკურსების ისტორიიდან

სილამაზის კონკურსების ისტორიიდან

დღეს ყველანაირი სილამაზის კონკურსი ტარდება, თუნდაც 100 კილოგრამზე მეტს იწონიდეთ, ყველაზე ლამაზის ტიტულის მოპოვების შანსი მაინც გაქვთ. იმიტომ, რომ მსუქნების კონკურსიც არსებობს.

დედამიწა ლამაზი ადამიანების ნაკლებობას არასდროს უჩიოდა, მაგრამ, კონკურსისთვის რომ ყველაზე ლამაზი ამოერჩიათ, ევროპამ მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში მოიცალა.

1888 წლის 19 სექტემბერს ბელგიის ერთ-ერთ კურორტზე მსოფლიოში პირველი სილამაზის კონკურსი ჩატარდა: გოგონები მათი ფოტოების მიხედვით შეარჩიეს ანუ, ჟიურის კონკურსანტები რეალურად, ცოცხლად არ უნახავს. კონკურსი მკაცრად გასაიდუმლოებული და გარეშე თვალისგან დაცული იყო. ყველაზე ლამაზ გოგონად 18 წლის ბერტა სუკარე აღიარეს – კრეოლი გვადალუპედან. ტიტულის გარდა გოგონამ, საკმაო თანხა – 5 000 ფრანკიც მიიღო ჯილდოდ.

მეორე ნაბიჯი უკვე ამერიკელებმა გადადგეს: 1921 წლის სექტემბერში ჩატარდა სილამაზის კონკურსი „მის ამერიკა“. გოგონები პოდიუმზე საცურაო კოსტიუმებით, საკმაოდ შიშვლები გამოვიდნენ და ბევრ მამაკაცს გულის შეტევა დამართეს. 1954 წელს ამერიკელებმა სენსაცია მოახდინეს და კონკურსი „მის ამერიკა“ ტელეეკრანზე გაუშვეს.

„ყველაზე ლამაზი რუსი გოგონას“ ტიტული მოპოვებული აქვს შალიაპინის ქალიშვილს – მარინას, 1931 წელს.