2015 წელს ფილმებიდან შემოსავლები 8 პროცენტით გაიზარდა

2015 წელს ფილმებიდან შემოსავლები 8 პროცენტით გაიზარდა

მსოფლიოში 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, გამოსული ფილმების საერთო შემოსავალი 8 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ „ლოს-ანჯელეს თაიმსი” ამერიკის კინოკომპანიების ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

შემოსავლების ყველაზე მეტი ზრდა ლათინური ამერიკისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონებში შეინიშნება.

ლათინურ ამერიკაში შემოსავალი 25, ხოლო აზიის რეგიონში – 21 პროცენტით გაიზარდა. ფილმებიდან მიღებული შემოსავალი ამ რეგიონებში 10,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ჩინეთზე აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ფილმებიდან მიღებული მთელი შემოსავლის 40 პროცენტი მოდის. გარდა ამისა, ჩინეთი უცხოური ფილმების ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი გახდა.

2015 წელს 3 პროცენტით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც კინოთეატრებში დადის და ამ მაჩვენებელმა 223 მილიონი დოლარი შეადგინა.

ამერიკასა და კანადაში კინობილეთების გაყიდვის ოდენობა არ შეცვლილა და ისევ დაახლოებით 10,6 მილიარდი დოლარია, მაშინ, როცა საერთაშორისო მოგება 13 პროცენტითაა გაზრდილი.