ბელგიელი პრინცი კანონებს არ იცავს

ბელგიელი პრინცი კანონებს არ იცავს

ცოტა ხნის წინ ბრიუსელის პოლიციამ სიჩქარის გადაჭარბების ფაქტზე 50 წლის პრინცი ლორანი დააკავა და მართვის მოწმობა ორი კვირის ვადით ჩამოართვა.

პრინცმა დაშვებულ სიჩქარეს 30 კილომეტრ-საათით გადააჭარბა, რაც პოლიციისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

ცნობილია, რომ პრინცი ლორანი სწრაფი სიარულის დიდი მოყვარულია. დაკავებისას იგი სპორტული ტიპის „ფიატ პუნტოს” საჭესთან იჯდა. გარდა ამისა, მის ავტოპარკშია, „ფერარი ფ355” და „სუბარუ იმპრეზა”.

აღსანიშნავია, რომ პრინცმა არაერთხელ მიმართა ბელგიის პარლამენტს მძღოლებისთვის მოძრაობის წესების შეცვლის თაობაზე და სწრაფად სიარულის მოყვარულთათვის განსხვავებული საგზაო წესების შემოღებისთვის, თუმცა მისმა ინიციატივამ ვერ მოაგროვა მომხრეების საჭირო რაოდენობა.